აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებულები: ვ.დ. და ი.კ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული, ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ლოკაციიდან, ასევე ამოღებულია, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. 8 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აჭარაში-განსაკუთრებით-დი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi