აცეროლა მარადმწვანე მცენარეა. იგი კარგად ხარობს ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის პირობებში.
აცეროლა C ვიტამინის საუკეთესო წყაროა. ხალხურ მედიცინაში ის გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო, მასტიმულირებელი და შარდმდენი. მას დღესაც იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებელად, დიარეისა და დიზენტერიის სამკურნალოდ. ნედლ ხილს იღებენ ცხელების, ანემიისა და ღვიძლის დაავადებების დროს. იგი ორგანიზმს ამარაგებს ენერგიით.