ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ-ში, უკვე ერთი თვეა, მოსახლეობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევს - რა ვერსიებზე...

აშშ-ში, უკვე ერთი თვეა, მოსახლეობა ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევს – რა ვერსიებზე საუბრობენ თეთრ სახლში

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში ადგილობრივები, უკვე ერთი თვეა, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს ამჩნევენ. მფრინავი ობიექტები, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ დრონები არიან, მოსახლეობაში შიშს იწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის ხელისუფლება ჯერჯერობით საბოლოო პასუხს ვერ იძლევა მფრინავი ობიექტების შესახებ და მხოლოდ ის ითქვა, რომ ობიექტები საზოგადოების ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ კირბიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული გამოსახულებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდი, რომ უპილოტო თვითმფრინავების უმეტესი ნაწილი, რეალურად, პილოტირებული თვითმფრინავები არიან.

ზოგიერთმა კანონმდებელმა დრონებთან დაკავშირებული საკითხის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება და ხელმისაწვდომი ინფორმაციის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  შექმნეს მზის ქუდი, რომელსაც ერთდროულად ორი ტელეფონის დატენა შეუძლია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი