პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო„აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებისთვის რაკეტებს გადასცემს“

„აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებისთვის რაკეტებს გადასცემს“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის JASSM-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Military Watch Magazine-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსებისთვის რაკეტებს გადასცემს. მან ასევე მიანიშნა, რომ კიევმა შესაძლოა სხვა შეიარაღებაც მიიღოს.

გამოცემაში აღნიშნეს, რომ JASSM-ის ტიპის რაკეტების ექსპლუატაცია 2003 წლიდან დაიწყო. მათ აქვთ 450 კგ წონის ქობინი და მაღალი დამიზნების სიზუსტე.

ჟურნალისტებმა დასძინეს, რომ ამჟამად JASSM-ის ტიპის რაკეტებს ოთხი ქვეყანა ფლობს, მათ შორის პოლონეთი, რომელმაც 110 ასეთი რაკეტა მიიღო თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის.

აშშ მკაცრ საექსპორტო პოლიტიკას ატარებს, რადგან ამ რაკეტების შეძენის მოთხოვნა სამხრეთ კორეისგან უარყოფილი იყო.

  წონის დასაკლები ინიექციები და კიბოს რისკი - ახალი კვლევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი