შეერთებულმა შტატებმა დროებით მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის ყველაზე მსხვილ საბანკო ინსტიტუტებს შეეხებოდა. აღნიშნული ინფორმაცია ასახულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ რიგ რუსულ ბანკებთან, მათ შორის „გაზპრომბანკთან“, „სბერბანკთან“ და „ვითიბისთან“, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამოქალაქო ატომური ენერგიის პროექტების გაგრძელებასა და მხარდაჭერას უკავშირდება.
ამავე წყაროს მიხედვით, აღნიშნული გამონაკლისი ძალაში იქნება 2026 წლის 18 ივნისამდე და გავრცელდება მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებიც დაწყებულია 2024 წლის 21 ნოემბრამდე.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


