ირანი დათანხმდა გაერო-ს ბირთვული დამკვირვებლის გამკაცრებულ მონიტორინგს ფორდოს ბირთვულ ობიექტზე, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში განაცხადეს.
სააგენტოს განცხადების თანახმად, ირანი დათანხმდა სააგენტოს მოთხოვნას, გაზარდოს ფორდოს საწვავის გამდიდრების ქარხანაში უსაფრთხოების ზომების განხორციელების სიხშირე, ინტენსივობა და ხელს უწყობს უსაფრთხოების გაძლიერებული მიდგომის განხორციელებას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ირანს ახლა შეუძლია, ფორდოში 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის 34 კგ-ზე მეტის გამომუშავება თვეში, რაც დაახლოებით ექვსჯერ აღემატება, რასაც იგი აწარმოებდა როგორც ფორდოში, ასევე მიწისზედა ქარხანა ნათანზში. სააგენტოს სტანდარტის მიხედვით, 60 პროცენტამდე გამდიდრებული დაახლოებით 42 კგ ურანი თეორიულად საკმარისია ბირთვული ბომბისთვის, შემდგომი გამდიდრების შემთხვევაში.