„ატარე დამწვარი ასანთი საფულეში“ – ეზოთერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს:

„ატარე დამწვარი ასანთი საფულეში – და მიიზიდე კეთილდღეობის ენერგია
ძველ ენერგეტიკულ ტრადიციებში ასანთი ოთხი სტიქიის ძალის მატარებელ სიმბოლოდ ითვლებოდა.

ხე – სტაბილურობის, ფესვების გაძლიერებისა და მატერიალური ზრდის სიმბოლოა. ითვლება, რომ ის ეხმარება ფინანსურ ენერგიას შენარჩუნებასა და გამყარებაში.

ცეცხლი – განწმენდის სტიქიაა. როდესაც ასანთი იწვის, სიმბოლურად იწვება ძველი შიშები, შეზღუდვები, უარყოფითი ფიქრები და სიღარიბის პროგრამები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ფერფლი კი იმის ნიშანია, რომ ყველაფერი ძველი უკვე დასრულდა და ახალი შესაძლებლობებისთვის სივრცე გათავისუფლდა.

რატომ სწორედ საფულე?
ძველ სწავლებებში საფულეს „ფულის სახლს“ უწოდებდნენ. სწორედ აქ ინახება სიმბოლურად ჩვენი ფინანსური ენერგია, შემოსავლები და რესურსები.
დამწვარი ასანთი კი მცირე ფინანსურ თილისმად ითვლება, რომელიც კეთილდღეობის ენერგიის შენარჩუნებასთან ასოცირდება.

პრაქტიკა  

აიღეთ ჩვეულებრივი ხის ასანთი.
აანთეთ და მიეცით საშუალება, დაახლოებით ნახევრამდე დაიწვას, შემდეგ კი ჩააქრეთ.
როცა სრულად გაცივდება, დაიდეთ მარცხენა ხელისგულზე, დააფარეთ მარჯვენა ხელი, დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წამით კონცენტრირდით თქვენს სურვილზე — ფინანსურ სტაბილურობაზე, სიუხვესა და წარმატებაზე.

შემდეგ მშვიდად წარმოთქვით: „ცეცხლმა დაწვა ყველაფერი, რაც ხელს მიშლის, ფერფლმა წაიღო სიცარიელე,
ხოლო ჩემი გზა სიუხვისთვის გაიხსნა. დაე, კეთილდღეობა შემოვიდეს ჩემს ცხოვრებაში, გაძლიერდეს და გამრავლდეს. ასე იყოს!“

- Advertisement -
Ad imageAd image

ამის შემდეგ შეინახეთ ასანთი საფულის შიდა ჯიბეში 9 დღის განმავლობაში. გახსოვდეთ, ნებისმიერი რიტუალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი თქვენი განზრახვა, რწმენა და მოქმედებაა. სწორედ ისინი ქმნიან ცვლილებების საფუძველს. დაე, თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ახალი შესაძლებლობები, წარმატება და სიუხვე”.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ატარე დამწვარი ასანთი საფულეში“ – ეზოთერიკოსი საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს. 20 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ატარე-დამწვარი-ასანთი-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi