შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისიასტროლოგები ყველაზე გამორჩეულ დღეს ასახელებენ, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი...

ასტროლოგები ყველაზე გამორჩეულ დღეს ასახელებენ, როცა ადამიანებს წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვთ

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის განსხვავებულია და უნიკალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი პლანეტაა თქვენი მფარველი. მაგალითად, შაბათი სატურნის დღეა, სატურნი კი თხის რქის მმართველია. კვირას ასტროლოგიაში მზის დღეს უწოდებენ. მზე კი ლომის ნიშნის მფარველია. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, არსებობს კვირის ერთი დღე, როცა, გამონაკლისის გარეშე, ზოდიაქოს ყველა ნიშანს წარმატების მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს.

ასტროლოგები იუპიტერის დღედ ხუთშაბათს ასახელებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულ დღეს დაწყებული საქმეები ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე სხვა პერიოდებში. ამ დღეს ადამიანებს ბევრად მეტი ოპტიმიზმი აქვთ და თავს უფრო მხნედ და ენერგიულად გრძნობენ.

როგორ გამოვიყენოთ ამ დღის ენერგია სწორად?

ხუთშაბათი იდეალურია, რომ დრო უფრო მეტად განათლებასა და თვითგანვითარებას დაუთმოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ჩვენი გონება ბევრად სხარტად მუშაობს და დეტალებზე კონცენტრირება ყველაზე უკეთ შეუძლია. კრეატიული იდეები მოინიშნეთ. ასევე, თუკი რაიმეს დაწყება გსურთ, უმჯობესია, აღნიშნულ დღეს დაიწყოთ.

ხუთშაბათი გეგმების შედგენისთვისაც კარგია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრად უფრო გამბედავები და აქტიურები ვართ. ამიტომაც, თამამი იდეებისათვის მზად ვართ.

ხუთშაბათი საკუთარ თავთან ჰარმონიის დღეა. ითვლება, რომ აღნიშნულ დღეს ექიმთან, მასაჟისტთან, კოსმეტოლოგთან ვიზიტი ყველაზე შედეგიანია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ისანი — უბანი, სადაც თბილისის მრავალსაუკუნოვანი ამბავი იწყება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი