ახალგაზრდა მოძღვარი, თეიმურაზ ქორიძე, რომლის გადასარჩენად გასულ წელს საზოგადოება გაერთიანდა, გარდაიცვალა.
“არ მინდა დავიჯერო, არ მინდა დავიჯერო ეს კოშმარი, ეს საშინელი დღე არ მინდა რომ არსებობდეს.
განა 30 წელი საკმარისი იყო მამა თეიმურაზ რომ დედამიწა მოგენახულებინა?
ნეტა არ მცნობოდი, ნეტა არ მცოდნოდა რა სიკეთის და ბავშური კეთილდობილების მატარებელი იყავი, იქნებ რომ არ მცნობოდი ასე არ ჩამგლეჯოდა გული შენი ამ ქვეყნიდან უდროო გასვლით.
მაგრამ ეტყობა შენი სუფთა სულისათვის, ზედმეტად მძიმე იყო ეს მიწიერი ცხოცრება და გიხმო უფალმა, იქ სადსც გულში ჩაგიკრავს და უკეთ იქნები, ჩვენ კი ყველას, მთელ საქართველოს დაგვიტოვე ტკივილი, მიწიერ სამუაროში უშენობის ტლივილი.მდვიდად გსნისვენე, უფალმა მიგიღოს სამყოფელსა თვისაა და ნუგეში მისცეს შენს ლამაზ ოჯახს და ანგელოზ შვილებს, მოსიყვარულე მეუღლეს და გულმოკლულ მშობლებს.
ტკივილი ხარ, მამაო, ტკივილი.ცალკე ის მიკლავს გულს რომ ასე შორს ვარ და შენს უკანადკნელ გზაზე ვერ გაგაცილებ. ვინც წირვა-ლოცვაზე დადიხართ, მოიხსენიეთ ახლად შესვენებული მღვდელი თეიმურაზი“, – წერს მისი ახლობელი ბესიკ გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები