არ ვიცოდი, რატომ დამჭირდა ამდენი ტკივილის გავლა. ღმერთს ვთხოვე: „ღმერთო, გამაძლებინე…“ – ეთერ ლიპარტალიანის ემოციური პოსტი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც განცდილ
მარცხსა და სპორტულ გამოწვევებზე საუბრობს.

ახლა მსოფლიო ჩემპიონი აღნიშნავს, რომ რთულ პერიოდებში მთავარი საყრდენი რწმენა და უფლის გვერდში დგომაა, რაც მას ახალი ძალების პოვნასა და დასახული მიზნებისკენ სვლაში ეხმარება:

„ერთხელ რომ წავაგე ოლიმპიადა…

ერთხელ რომ წავაგე ოლიმპიადა, ღმერთს ვთხოვე: „ღმერთო, გამაძლებინე…“

- Advertisement -
Ad imageAd image

მეორედ რომ წავაგე ოლიმპიადა, ისევ მას მივმართე:
„ღმერთო, შემაძლებინე და მაპოვნინე გზა.“

მაშინ არ ვიცოდი, რატომ დამჭირდა ამდენი ტკივილის გავლა. არ ვიცოდი, რატომ უნდა მომეგროვებინა ამდენი მარცხი, იმედგაცრუება და ცრემლი იმ მიზნამდე მისასვლელად, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.

დღეს კი ვხვდები…

ღმერთმა უბრალოდ გამარჯვება კი არ მომცა — მან გზა მომცა.

ჩემს ცხოვრებაში გამომიგზავნა ადამიანები, რომლებმიც დამეხმარნენ, გამაძლიერეს, რაღაცები მასწავლეს და იმ ადამიანად მაქციეს, რომელიც დღეს ვარ. თითოეულ მათგანს თავისი როლი ჰქონდა ჩემს გზაზე. ზოგმა ძალა მომცა, ზოგმა გამოცდილება, ზოგმა კი უბრალოდ იმ დროს დამიჭირა ხელი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ახლა ვხვდები, რომ ის მარცხები დასასრული არ ყოფილა. ისინი ჩემი გზის ნაწილი იყო.
ყველა დაცემა, ყველა წაგება, ყველა მძიმე დღე
დღეს ჩემს გამარჯვებაშია.

და თუ მაშინ მეკითხებოდნენ, შევძლებდი თუ არა ოდესმე მსოფლიო ჩემპიონობას პასუხი შეიძლება თავადაც არ მქონოდა.
მაგრამ ღმერთს ჰქონდა პასუხი.

მე უბრალოდ უნდა გამეგრძელებინა ბრძოლა.

დღეს, როცა ამ ყველაფერს უკან ვიხედები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა:
მადლობა, ღმერთო.
მადლობა იმ მარცხებისთვის, რომლებმაც გამაძლიერა.
მადლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გზაზე გამომიგზავნე.
მადლობა იმ დღეებისთვის, როცა მეგონა, რომ აღარ შემეძლო და მაინც შევძელი.

დღეს მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). არ ვიცოდი, რატომ დამჭირდა ამდენი ტკივილის გავლა. ღმერთს ვთხოვე: „ღმერთო, გამაძლებინე…“ – ეთერ ლიპარტალიანის ემოციური პოსტი. 11 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-ვიცოდი-რატომ-დამჭირდა/

  სუფრის გაწყობა აღდგომისთვის — დიზაინის რჩევები და დეკორატიული ელემენტები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi