„არ დამიძახოთ მარკლი“ – პრინც ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ მისი გვარი სასექსია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეგან მარკლმა თავის სატელევიზიო შოუში „სიყვარულით, მეგანი“ განაცხადა, რომ მისი გვარი მარკლი არ არის და ის მეგან სასექსია, – წერს DailyMail-ი.

მარკლს სურდა, რომ მას და მის შვილებს ერთნაირი გვარი ჰქონოდათ. დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამდე ჰარისა და მეგანის შვილები მაუნთბეტენ-უინძორის გვარს ატარებდნენ. მას შემდეგ, რაც ტახტზე ჩარლზ III ავიდა, ისინი სასექსის პრინცი და პრინცესა გახდნენ.

„ეს ჩვენი საერთო ოჯახური სახელია და ვფიქრობ, რომ მე ვერც კი ვათვიცნობიერებდი რამდენად მნიშვნელოვანი გახდებოდა ის ჩემთვის იქამდე, სანამ ჩვენ შვილები არ შეგვეძინა”, – განაცხადა მარკლმა.

ხუთი წლის წინ მეგანი და ჰარი სამეფო უფლებამოვალეობების შესრულებას ჩამოშორდნენ და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. მეგანმა თავის გვარზე უარი პრინც ჰარიზე დაქორწინების შემდეგ თქვა, თუმცა როგორც სამეფო ოჯახის წევრს მას ოფიციალურად გვარი აღარ აქვს. როგორც წესი, სამეფო ოჯახის წევრები გვარის მაგივრად ტიტულს იყენებენ. ამრიგად, ოფიციალურად მეგანი სასექსის ჰერცოგინიაა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „არ დამიძახოთ მარკლი“ – პრინც ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ მისი გვარი სასექსია. 17 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-დამიძახოთ-მარკლი-პრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi