არ გარეცხოთ მარწყვი სოდიან წყალში – სურსათი უვნებლობის ექსპერტის გაფრთხილება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული მოსახლეობას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გვიზიარებს ვიდეოს, სადაც განმარტავს, რატომ არ შეიძლება მარწყვის სოდიან წყალში გარეცხვა. 

„მარწვის სოდიან წყალში გარეცხვის დროს, მისი ზედაპირი ზიანდება, მარწყვს შედარებით ნაზი სტრუქტურა აქვს. სოდის ტუტე ხსნარი აზიანებს ზედაპირს. შემდეგ რბილდება მისი ზედაპირი და მიდის ლპობისკენ. ამიტომ მიზანშეწონილი არ არის  მისი სოდიანი წლით გარეცხვა.

თუ გსურთ სახლის პირობებში სხვა საშუალება გამოიყენოთ, ერთ ლიტრ წყალში დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი და მარწყვი ასეთი ხსნარით გარეცხეთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ხილ-ბოსტნეულის სპეციალური ხსნარები.“ – ამბობს ირაკლი არაბული.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). არ გარეცხოთ მარწყვი სოდიან წყალში – სურსათი უვნებლობის ექსპერტის გაფრთხილება. 25 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-გარეცხოთ-მარწყვი-სოდი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi