როდესაც ბავშვი სარძევე კბილს ამოეღებს, მშობლების უმეტესობა არჩევანის წინაშე დგება: გადააგდოს იგი, შეინახოს თუ ტრადიციისამებრ რამე რიტუალი ჩაატაროს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ამ პატარა კბილის გადაგდება შეიძლება არ იყოს საუკეთესო გადაწყვეტილება — როგორც ტრადიციული რწმენების, ასევე თანამედროვე სამედიცინო მოსაზრებების მიხედვით.
კბილის ცვლა ძალზედ ნორმალური ბუნებრივი თანმხლები მოვლენაა ბავშვის ზრდის პროცესში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ აუცილებლად უნდა შეინახოთ ეს კბილი, რადგან მის მფლობელს სასწაულსაც კი პირდება.
ტრადიციები და რწმენები
საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარძევე კბილთან დაკავშირებული ტრადიციები საუკუნეებს ითვლის. მაგალითად, საქართველოში ძველად კბილს მიწაში მარხავდნენ, რათა ბავშვს „კარგი, მტკიცე და თეთრი კბილები ამოსვლოდა“. ზოგ რეგიონში კი კბილის გადაგდება არ შეიძლებოდა, რადგან მიაჩნდათ, რომ მას ბედის ძალა აქვს და მისი უპატივცემულოდ მოპყრობა ავს იღბალს მოიტანს.
მსოფლიოს სხვა კულტურებშიც მრავალი მსგავსი ტრადიცია არსებობს. ბევრ ქვეყანაში ბავშვები სარძევე კბილს ბალიშის ქვეშ დებენ ღამით, რათა „კბილის ფერიამ“ მოინახულოს და მცირე საჩუქარი დაუტოვოს. ზოგან კი კბილს სახლის ეზოში მარხავენ ან ფრინველს უგდებენ, რომ „მტკიცე და სწორი“ კბილები ამოუვიდეს.
თანამედროვე მეცნიერების მოულოდნელი არგუმენტი
ჩვენ ვიცით უკვე ის ფაქტი, რომ მშობლები ინახავენ დაბადების პროცესიდან შვილის ჭიპლარს სპეციალურ “ბანკებში” (სისხლის ბანკი და ა.შ.), რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ნებისმიერი ორგანოს სტრუქტურის დიფერენციას.
ბოლო წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სარძევე კბილებში ღეროვანი უჯრედებია (stem cells), რომლებსაც სამომავლოდ სამკურნალო პოტენციალი აქვთ. ეს უჯრედები შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში — მაგალითად, ნერვული ქსოვილების აღსადგენად ან ძვლის დაზიანებების სამკურნალოდ.
ღეროვანი უჯრედები კბილს აქვს პულპის (რბილობის) ღრუში, რომელთაც გენერირების შემდეგ შეუძლიათ ისეთი ნივთიერებების ღდგენა, როგორიცაა ნეირონები, ხრტილი, ძვალი და გულის საკნები. ამ უჯრედების მეშვეობით შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის განკურნება.
არსებობს კონცეფცია– კბილის ამოღებიდან მხოლოდ 48 საათის მანძილზე რჩება ცოცხალი ღეროვანი უჯრედები და სწორედ ეს პერიოდია მათი სწორად შენახვისათვის, სპეციალურ ორგანიზაციებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ღეროვანი უჯრედები იღუპება.