„არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ – მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერვინონ სკოლის ფორმა“-გივი მიქანაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომლის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება

არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, მშობლებს ასევე შეუძლიათ თავად შეაკერვინონ სკოლის ფორმა.

„პიჯაკების საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის – ბიჭის თუ გოგონასი, ასევე ქვედაკაბის, 25 ლარი. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის შემცველ ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ-საიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ შეიძინონ, ისევე, როგორც შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი და შეაკერვინონ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

სასკოლო ფორმები საქართველოშია და შესაბამის პუნქტებში ნაწილდება. მშობლებს შეუძლიათ, ბავშვის სამოსი როგორც ადგილზე, ისე ონლაინ პლატფორმის დახმარებით მიიღონ. ის უფასოა სოციალურად დაუცველი და უკრაინიდან ომს გამოქცეული ოჯახების შვილებისათვის. სპეციალისტების შეფასებით, გამოყენებული მასალა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ – მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერვინონ სკოლის ფორმა“-გივი მიქანაძე. 21 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/არ-არიან-ვალდებული-მაინ/

  ბეშუმის მიმდებარე საზაფხულო იალაღებზე, ბოძაურის, საკამბეჩოს, ლოდიძირის, შქრენალის იალაღებზე და სარიჩაირის, თეთრობის, დიდაჭარისა და ვაშლოვანის მთებში განხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi