პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიარც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში - კონტეს "ნაპოლიში" პრობლემები არ ელევა

არც კვარაცხელია ჰყავს და აღარც ნერეში – კონტეს “ნაპოლიში” პრობლემები არ ელევა

ნაპოლიმ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გაყიდა, მისი შემცვლელი ვერ იყიდა და ეს ამბავი დავიდ ნერეშს მიანდეს, თუმცა “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს აქაც არ გაუმართლა.

Calcionapoli წერს, რომ 27 წლის ბრაზილიელმა “უდინეზესთან” 9 თებერვალს გამართულ საშინაო მატჩში, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა, ბარძაყის ტრავმა მიიღო და მინიმუმ 1 თვით მოუწევს უქმოობა.

საინტერესოა, რომ “ნაპოლის” ჩემპიონატში სწორედ ახლა აქვს გადამწყვეტი პერიოდი და მომდევნო 4 ტურში ისეთ გუნდებს უნდა დაუპირისპირდეს, როგორებიც “ლაციო”, “კომო”, “ინტერი” და “ფიორენტინაა”.

მოკლედ, კონტეს გუნდის მორიგი შემტევიგამოაკლდა და ის ნოა ოკაფორით უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც “მილანიდან” ინათხოვრა და “როსონერიში” სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონდა.

წყარო

  ხვიჩა კვარაცხელიას გოლი პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის უსწრაფესი გოლების ხუთეულში შევიდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი