სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიარქიტექტორის შვილი მათთან გაზრდილმა ლომმა მოკლა - ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, სადაც მტაცებელი...

არქიტექტორის შვილი მათთან გაზრდილმა ლომმა მოკლა – ტრაგიკული ისტორია ოჯახზე, სადაც მტაცებელი ცხოველი იზრდებოდა

ეს ის­ტო­რია და­ი­წყო 1970 წელს, ბა­ქო­ში, სა­დაც ცხოვ­რობ­და არ­ქი­ტექ­ტორ ლევ ბერ­ბე­რო­ვის ოჯა­ხი. მისი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ მთელ­მა ქა­ლაქ­მა იცო­და, ამი­ტომ ბერ­ბე­რო­ვე­ბი ხში­რად პო­უ­ლობ­დნენ თა­ვი­ანთ კარ­თან ძაღ­ლებ­სა ან კა­ტებს, რომ­ლებ­საც დედა-ნინა, მამა-ლევი და ორი შვი­ლი – ევა და რომა უვ­ლიდ­ნენ.

ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ჩვე­უ­ლებ­რივ სახ­ლში ბერ­ბე­რო­ვე­ბის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და პა­ტა­რა ძაღლ ჩა­პთან, კა­ტებ­თან, გველ­თან და თხას­თან ერ­თად. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მალე მათ ოჯახ­ში ნამ­დვი­ლი ლომი და­ი­დებ­და ბი­ნას.

ერთ დღეს, ბა­ქოს ზო­ო­პარკში სა­სე­ირ­ნოდ წა­სუ­ლი ევა და ნინა ლო­მე­ბის გა­ლი­ას­თან გა­ჩერ­დნენ, სა­დაც ორ თვემ­დე ასა­კის ბოკ­ვე­რი ფეხ­ზე ვერ დგე­ბო­და. და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და უმ­წეო ცხო­ვე­ლი, სვე­ლი მი­წა­ზე იწვა და მოთ­მი­ნე­ბით ელო­და, რო­დის იხ­სნიდ­ნენ მას ტან­ჯვის­გან. ნი­ნამ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი მო­ძებ­ნა და უთხრა, რომ ბოკ­ვე­რი მათ­თვის გა­და­ე­ცათ სამ­კურ­ნა­ლოდ, შემ­დეგ კი ისევ ზო­ო­პარკში და­აბ­რუ­ნებ­დნენ.

პირ­ვე­ლი მეფე

კინ­გი ასე და­არ­ქვეს ბოკ­ვერს ახალ­მა პატ­რო­ნებ­მა, რო­მელ­საც ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­ჭირ­და. თან­და­თან ლომი გაძ­ლი­ერ­და, სი­ა­რუ­ლი და­ი­წყო, მაგ­რამ ფეხ­ზე დე­ფექ­ტი მას მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩა. გააგრძელეთ კითხვა

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ქუჩა, რომელიც ბევრმა არც იცის — თამარ აბაკელიას სახელი თბილისის რუკაზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი