ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ - სპეციალისტების შენიშვნები „ორბის“ ბახმაროს პროექტზე

„არსებული გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას“ – სპეციალისტების შენიშვნები „ორბის“ ბახმაროს პროექტზე

ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია, – ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას.

არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენიანების რეგულირების ნაწილი პროფესიონალების ჩართულობით ახლიდან შემუშავდეს.

„პროექტი არ არის სრულყოფილი, ის ვიზუალური მასალაც კი, რაც გამოქვეყნდა არ შეესაბამება პროექტს რომელიც წარდგენილია ნებართვის მისაღებად. ეს შეიცვალა რადგან აღმოჩნდა, რომ იქ ზვავსაშიში ტერიტორია ძალიან ახლოს ჩადიოდა ტერიტორიის ნაწილზე. ამიტომ პროექტი დაკორექტირდა, თუმცა არ დაკორექტირებულა მისი ვიზუალური ნაწილი.

პროექტი, რომელიც წარდგენილია სანებართვოდ, არ ახლავს გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაგვანახვებს რისკებს, რაც მიწას გააჩნია. ასევე პროექტში არ არის საინჟინრო ნაწილი. ასევე განსაკუთრებული პრეტენზია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებაში ეწერა შეზღუდვა, რომ მას არ შეეძლო მრავალბინიანი ნაგებობის მშენებლობა, მაგრამ, თუ ამას დავარქმევთ აპარტოტელს ან სასტუმრო კომპლექსს და შემდეგ ბინებად გავყიდით, მაშინ ამ საინვესტიციო ვალდებულებას თითქოს კანონმდებლობით გვერდს ავუვლით და მოვახერხებთ, რომ ერქვას მრავალბინიანი კომპლექსი ან სასტუმრო. ამის აკრძალვა იმიტომ დგას, რომ ის გარემო ვერ გაუძლებს მრავალბინიან განაშენიანებას და ამ ტიპის საცხოვრისის გაჩენას.

არ ვეთანხმებით პროექტის ავტორს იმაში, რომ ლანდშაფტზეა მორგებული ეს პროექტი, ეს პროექტი არის ჩაკეტილი თავისი არსით, შიდა სივრცეს ქმნის და ის ზურგს აქცევს გარემოს. პირდაპირ წინააღმდეგობაში თუ არ არის კოეფიციენტი გენერალურ გეგმასთან, პროექტი წინააღმდეგობაშია გენგეგმაში ჩადებულ პირველად არსთან, რომ შენარჩუნებული იყოს ლანდშაფტი, გახსნილი ხედები.

როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ გახსნილი ხედები, რომელიც თავისი ზომით არის თითქმის ოლიმპიური სტადიონის ზომის? 150 მეტრიანი შენობა ვერაფრით შექმნის გახსნილ ხედებს იმისთვის, რომ შენობებს შორის ადამიანებმა იმოძრაონ და ა.შ.“ – ამბობს ბიბილაშვილი.

  მნიშვნელოვანი სიახლე: დანიამ აშშ-ის Patriot PAC-3-ის ნაცვლად ფრანგულ-იტალიური SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემა აირჩია

პროფესიულ წრეებში მიიჩნევენ, რომ კურორტზე რამდენიმე მიზიდულობის ცენტრის აშენება მიზანშეწონილია, თუმცა ის არ უნდა იყოს ერთიანი და უნდა დაიშალოს ზონებად.

BMG-თან ბიბილაშვილი ინფრასტრუქტურული გარანტიების არსებობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გუდაურისა და ბაკურიანის მაგალითზე მშენებლობას ინფრასტრუქტურა ვერ გაჰყვა, რამაც სამთო კურორტების დაზიანება განაპირობა.

„განვითარების წინააღმდეგი არ ვართ, გვინდა რომ ვისწავლოთ იმ შეცდომებზე რაც ბაკურიანთან და გუდაურთან მიმართებით დავუშვით. ბახმაროში რომელიც ძალიან ადამიანური მასშტაბისაა, ნამდვილად ვერცერთ ევროპულ კურორტს ვერ შევადარებთ იმდენად განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, აქ მაინც გავაკეთოთ ისეთი რამ, რომელიც ხვალ მსოფლიოს რუკაზე დასვამს როგორც საუკეთესო ადგილს, სადაც მისვლა შეიძლება. კომპლექსი შეიძლება დაშლილიყო ზონებად, აქ საუბარი არ არის 60კვ-ად დაყოფაზე, მაგრამ შეიძლებოდა ისე დაშლილიყო, რომ მას შექმნა მიზიდულობის ცენტრი, ამავდროულად შეენარჩუნებინა გახსნილი სივრცეები.

ნებისმიერი მოცულობის დასახლებას სჭირდება თავისი მიზიდულობის ცენტრები, ეს შეიძლება დიდი დასახლებების შემთხვევაში რამდენიმეც იყოს, ხოლო მცირეს შემთხვევაში ერთი ან ორი. გვესმის, რომ ბახმარო უნდა განვითარდეს მაქსიმალური პოტენციალით, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურულ გარანტიებზე, რომელსაც სამწუხაროდ „ორბი“ ვერ გასცემს. ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში ჩვენ ვნახეთ, რომ მშენებლობას ინფრასტრუქტურული განვითარება არ გაჰყვა არც ბაკურიანში და არც გუდაურში. გვჭირდება გარანტიები, რომ ბახმარო ამ უნიკალურ გარემოს არ დაკარგავს,“- ამბობს ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელი „საქმიან დილასთან“. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.