ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან" - მამუკა ხაზარაძე

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან” – მამუკა ხაზარაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოში არაბულ ინვესტიციებზე წერს და აღნიშნავს, რომ “არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან”.

მისი თქმით, “სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად”, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება.

საქართველოში ორი არაბული ქალაქის აშენებას აპირებენ. თბილისსა და გონიოში თითქმის 800 ჰექტარზე ორი ანკლავი გაჩნდება. ეს ამსტერდამის ცენტრის ან ნიუ-იორკში, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაა. უკვე დაანონსებულ ფასს მხოლოდ არაბები თუ შეწვდებიან, რადგან ქართველისთვის დღეს ეს შეუძლებელია. ამ გარიგებით მივიღებთ ორ დასახლებულ არაბულ სატელიტ ქალაქს ბათუმსა და თბილისში. 

სახელმწიფოს არაფერი ესაქმება კერძო დეველოპერულ კომპანიაში აქციონერად. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, ან პირდაპირ რომ ვთქვათ – ივანიშვილის არაბულ აფიორასთან! ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს არაბებთან დადებული ხელშეკრულება! 

პირდაპირ ვამბობ, ეს პროექტი ასეთი სახით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს! 

ეს დანაშაულია!” – წერს მამუკა ხაზარაძე. 

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ბაქო, ერევანი თუ თბილისი? – გაიგეთ, სად არის ქირის ბაზარი ყველაზე შემოსავლიანი 2025-ში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი