შაბათი, თებერვალი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიარიან ადამიანები, რომელთაც ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვთ, მაგრამ არ არიან - როგორ მუშაობს...

არიან ადამიანები, რომელთაც ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვთ, მაგრამ არ არიან – როგორ მუშაობს ბედნიერების ფორმულა?

არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ ბედნიერები იყვნენ, მაგრამ არ არიან.

თუკი ბედნიერების ფესვებს ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის არ იკვებება მატერიალური ფაქტორებით. მატერიალური კეთილდღეობა ნაკლებად ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენად ბედნიერები არიან ადამიანები. მატერიალური რესურსების სიმცირე, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს უბედურების განცდას, თუმცა მისი გაზრდა არ იწვევს ავტომატურად ბედნიერების მომატებას.

ხშირად გვესმის ფრაზა – ,,ყველაფერი იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი…“. სამყაროში რესურსები შეზღუდულია, მაშინ, როდესაც გონებაში ასე არაა და სწორედ ტვინს შეუძლია „გადათარგმნოს“ გარე პირობები და ბარიერები ბედნიერებაში. შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის გრძელვადიანი ბედნიერების მხოლოდ 10 პროცენტი, დარჩენილი 90 პროცენტი კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს ჩვენი გონება სამყაროს შესახებ ინფორმაციის გადამუშავებას.

გავიდა 2 მილიონი წელი, ადამიანის ტვინის ზომა სამჯერ გაიზარდა. ჩვენ გვაქვს „ფსიქოლოგიური იმუნური სისტემა“, რომელიც გვეხმარება, რომ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ისე, რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ. ეს მექანიზმი ყველას გვაქვს, თუმცა არ ვიცით.

„ბუნებრივი ბედნიერება“ არის შემთხვევა, როდესაც ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა, ხოლო „სინთეზირებული ბედნიერება“ უკავშირდება შემდეგ სიტუაციას: რას ვაკეთებთ, როდესაც ვერ ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა. ჩვენ გვჯერა, რომ სინთეზირებული ბედნიერება უფრო დაბალი ხარისხის არის, ვიდრე ბუნებრივი ბედნიერება. ჩვენ შეგვიძლია ბედნიერების სინთეზირება საკუთარი ტვინის რესურსების გამოყენებით. შექმნილი ბედნიერება კი ისეთივე პოზიტიური შედეგების მომტანია, როგორც ბუნებრივი. მთავარია, ვისწავლოთ, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი.

აუცილებელია ტვინის გავარჯიშება პოზიტიური აზროვნების ტექნიკებში, მაგალითად, ხელოვნური სიცილი ცვლის ადამიანის განწყობას. ორგანიზმი ზუსტად იმავე ქიმიურ ნივთიერებებს გამოჰყოფს, როგორსაც ნამდვილი სიცილის დროს.

კვლევებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ ბედნიერების 50 პროცენტი განპირობებულია ჩვენი გენებით, 10 პროცენტი – ჩვენი ცხოვრების გარემოებებით, ხოლო 40 კი დამოკიდებულია ჩვენს ყოველდღიურ მოქმედებებზე. ანუ, გარკვეული ჩვევების გავარჯიშება ზრდის ბედნიერებისა და ჩვენი ცხოვრების ხარისხს.

ბედნიერების ფორმულა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმატება წინ უძღვის ბედნიერებას. რატომღაც გვგონია, რომ უნდა გავხდეთ წარმატებულები, რათა შემდეგ ვიყოთ ბედნიერები. საყოველთაოდ მიღებული ბედნიერების მცდარი ფორმულა ასეთია: „თუ ვიმუშავებ უფრო მეტს, ვიქნები მეტად წარმატებული. ხოლო, თუ ვიქნები მეტად წარმატებული, ვიქნები მეტად ბედნიერი“.

რამდენად მუშაობს ეს ფორმულა?

ყოველთვის, როდესაც ვაღწევთ წარმატებას, ჩვენი გონება იწყებს ახალი მიზნის დასახვას, რათა კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. თუკი ბედნიერება არის წარმატების მეორე ბოლოში, გამოდის, რომ ჩვენი გონება ვერასოდეს მიაღწევს მას.

რეალურად, ჩვენი ტვინი საპირისპიროდ მუშაობს. თუკი გაიზრდება ადამიანის პოზიტიურობის ხარისხი, იზრდება ტვინის ეფექტიანობა. ტვინი პოზიტიური ემოციების დროს 31 პროცენტით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ნეიტრალური ან სტრესული პირობების შემთხვევაში. გამოდის, რომ ფორმულა შესაცვლელია: თუკი ვიპოვით გზას, რომ ვიყოთ პოზიტიურ განწყობაზე აწმყოში, შედეგად ტვინი ბევრად წარმატებულად იმუშავებს.

დოფამინი – ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში გამოიყოფა პოზიტიური ემოციების დროს, ორ ფუნქციას ასრულებს: გვხდის უფრო ბედნიერს და გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის ათვისების ცენტრებზე, შედეგად ტვინი ხდება მოქნილი და პოულობს გარემოსთან ადაპტაციის ახალ, განსხვავებულ გზებს.

ანუ, გავზარდოთ ბედნიერების ხარისხი ნიშნავს, გაიზარდოს ჩვენი წარმატების შანსი.

ადამიანს აქვს „ემოციური სისტემა“, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ბედნიერება და ის განკუთვნილია იმისთვის, რომ დაიხარჯოს. ეს არის ემოციური ვალუტა, რომელიც ფულის მსგავსად, შეიძლება, ისეთ რამეში გადაიხადო, რაც მართლა ფასეულია შენთვის, მაგალითად ჯანმრთელობა, ურთიერთობები, წარმატება…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

სინგაპურის ღირსშესანიშნაობები

14 February, 2025
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო „ქსენონმა“ „Accreditation Canada“-ს პლატინის სერტიფიკატი მიიღო – საერთაშორისო აღიარება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 14, 2025
როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

როგორ შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო სახლში

თებერვალი 14, 2025
სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

სასწაული ციხისჯვრის მონასტერში – რა კადრები დააფიქსირა თვითმხილველმა

თებერვალი 14, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს

თებერვალი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

მწვანილი -რატომ არის ის ვიტამინებით გაჯერებული ზამთარშიც კი

თებერვალი 14, 2025
როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

როგორ მოვუაროთ ჩაშავებულ თვალის უპეებს – საუკეთესო მეთოდები და რჩევები

თებერვალი 14, 2025
გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

გეგმავთ დუბაიში მოგზაურობას და არ იცით, საიდან დაიწყოთ?

14 თებერვალი 2025
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, გაიზარდა  გაყიდული ბინების ფასი — Colliers Georgia

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი