ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არა, ეს აღარ არის მხოლოდ პირადი ტრაგედია. ეს საერთო საზოგადო ტკივილია, რომელიც...

„არა, ეს აღარ არის მხოლოდ პირადი ტრაგედია. ეს საერთო საზოგადო ტკივილია, რომელიც ჩუმადაც და ხმამაღლადაც, მაგრამ დაუნდობლად ანგრევს ადამიანებს, ოჯახებსა და მომავალს -როდემდე უნდა ვიწირავდეთ ადამიანებს?“ -გოგა ჩა­ნა­დი­რი

ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტი, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი წერს რომ ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ოჯახის პირადი ტრაგედია.
„არა, ეს აღარ არის მხოლოდ პირადი ტრაგედია. ეს საერთო საზოგადო ტკივილია, რომელიც ჩუმადაც და ხმამაღლადაც, მაგრამ დაუნდობლად ანგრევს ადამიანებს, ოჯახებსა და მომავალს.
რამდენი შეძლებული, ნიჭიერი, ცნობილი ადამიანი შევწირეთ ნარკომანიას. ისინი, რომლებსაც შეეძლოთ ღირსეული ცხოვრება, ღირებულებების შექმნა, სარგებლის მოტანა, სხვებზე ზრუნვა და ყოფილიყვნენ სამაგალითოები.
მათ ეს ვერ შეძლეს არა იმიტომ, რომ შანსი არ ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ვიღაცამ მათი სისუსტე გამოიყენა.
ნარკომანიაში ჩათრევა ხშირად არ იწყება ნემსით.
იწყება „ერთხელ სცადეთი.”
იწყება მეგობრის, ახლობლის ნდობით.
იწყება მოწყენილობით, სიცარიელით, ფსიქოლოგიური წნეხით, არასაკმარისი ცნობიერებით.
და მერე როცა ადამიანი ხვდება რა ჭაობში ჩაეფლო, უკვე გვიანია.
ნარკომანია არ იწირავს მხოლოდ მომხმარებელს.
ის კლავს თავად საზოგადოებას, კლავს ნდობას, იმედს, ოჯახურ სიმშვიდეს.
და ეს ხდება ნელა, უხმაუროდ, ისე, რომ ხშირად გვიან ვხვდებით, ვინ და რა დავკარგეთ და ვიწყებთ ეპიზოდურ ვიშვიშს.
მიჩუმათება და წაყრუება აღარ შეიძლება. ის შენს სახლშიც შემოვა.
არამხოლოდ დასჯა ან ვიშვიში, არამედ კომპლექსური გააზრება, აღკვეთა, მხარდაჭერა და ზრუნვაა საჭირო, რადგან ყოველი დაკარგული ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო სხვისი შთამაგონებელი, უკეთესი მომავლის შემქნელი.
ნარკომანია აღარ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ოჯახის პირადი ტრაგედია. ეს საერთო ტკივილია, ის გვართმევს პიროვნებას და გვართმევს მომავალს.
დღეს ის სამაგალითო ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადგილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, დაცარიელდა. მის ადგილზე ახლა ცარიელი სკამია ან კუბო დგას…
როცა ნარკოტიკი ძლიერდება, საზოგადოება სუსტდება.
როდემდე უნდა ვიწირავდეთ ადამიანებს?“ – წერს გოგა ჩა­ნა­დი­რი.
  "ვგმობ ყოველგვარ ძალადობას... ჩუმად ყოფნა ძალადობის წახალისებაა" - რას წერს გიორგი ფხაკაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი