„არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ექსკრემენტებს თევზების გამოსაკვებად მაინც იყენებენ“ – ირაკლი არაბული

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„როგორც ამ პროდუქტის დეტალურმა შესწავლა-გამოკვლევამ აჩვენა, თვითონ ექსკრემენტები გარკვეული დაავადებების გადამტანი შეიძლება იყოს. ამის მიუხედავად, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები თევზების გამოსაკვებად მაინც იყენებენ, თუმცა, იმედს ვიტოვებ, მის გამომყენებელ ფერმერთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელი იქნება და ისინიც საამისოდ უკეთეს გზას გამონახავენ.

ასევე, რადგან თევზებზე ვსაუბრობთ – ქართულ ბაზარზე არსებული გაყინული თევზების 99% იმპორტირებულია. უნდა მოვერიდოთ ისეთი თევზის შეძენას, რომელსაც ფორმა შეცვლილი აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტრანსპორტირების პროცესისას გალღვა და შემდეგ ისევ გაყინეს. ზოგადად, გაყინული პროდუქტის ხელმეორედ გაყინვა კანონით აკრძალულია“, – ამბობს არაბული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „არაკეთილსინდისიერი მეწარმეები ექსკრემენტებს თევზების გამოსაკვებად მაინც იყენებენ“ – ირაკლი არაბული. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არაკეთილსინდისიერი-მეწ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi