კვირის მეორე ნახევარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის რთული იქნება, რადგან დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში გადავა. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში – 8 აგვისტომდე შეასრულოთ.
ვერძი – საკმაოდ დინამიური კვირაა, განსაკუთრებით იღბლიანი კვირის პირველი ნახევარი იქნება. შეძლებთ ინიციატივის გამოჩენას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, იდეების განხორციელებას, ძველი პროექტების დასრულებას და მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ძველ პარტნიორთან კონფლიქტის მოგვარებისა ან ახალი ურთიერთობის დასაწყებად. არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მოულოდნელად მიიღოთ შემოსავალი ძველი პროექტებიდან. ნაკლებად გაამართლებს კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, ზედმეტი ამბიციების, ეგოიზმის გამოვლენა და საკუთარი სიმართლის ჯიუტად მტკიცება.
კურო – საკმაოდ რთული კვირაა, თუმცა პირველი ნახევარი უფრო სასიკეთო იქნება, ვიდრე მეორე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს მასშტაბურ პროექტებს შეჭიდება, უმჯობესია გამოიყენოთ ეს კვირა დასვენებისთვის და შეასრულოთ მხოლოდ ყოველდღიური ან გადაუდებელი საქმეები. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი 8 აგვისტომდე გადაწყვიტოთ, რადგან მერე ნებისმიერი, ყველაზე მარტივი პრობლემის გადაჭრაც გაგიჭირდებათ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ეგოიზმის და ამბიციების გამოვლენისგან, მოერიდეთ კოლეგებთან და მეგობრებთან კონფლიქტს.
ტყუპები – ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და მოლაპარაკება კვირის პირველ ნახევარში გამართოთ, რადგან მეორე ნახევარი ნაკლებად შედეგიანი იქნება. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან უსიამოვნებების მოსაგვარებლად. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი – 8 აგვისტოს შემდეგ, რადგან ქაოტურ გარემოს შინაგანი დაძაბულობა და თვითრწმენის დაკარგვაც დაემატება. ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენებსა და ადამიანების რეალურ ზრახვებში გარკვევა, რაც სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. გულდასმით შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას.
კირჩხიბი – სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევისა და პრობლემების მოსაგვარებლად, მით უფრო, რომ ემოციური დაძაბულობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ კვირის მეორე ნახევარში მოვლენების ობიექტურად შეფასება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და მხოლოდ უსარგებლო კონფლიქტს გამოიწვევთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან პრობლემების შექმნას და თქვენი რეპუტაციის შელახვას. თავი შეიკავეთ ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან ამგვარი ხარჯი მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.
ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. მართალია, სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით ამ კვირაში თქვენ ყველაზე მეტად გაგიმართლებთ, მაგრამ მაინც არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენის შექმნა. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, რადგან მეორე ნახევარში სხვების მსგავსად თქვენც საკუთარ თავზე იგრძნობთ კოსმიურ დაძაბულობას. კონფლიქტები შეგექმნებათ გარშემომყოფებთან, ძალიან გაგიჭირდებათ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საერთო ენის მოძიება და კონსენსუსის მიღწევა. აგზნებისა და გაღიზიანების მიუხედავად, არ ღირს ემოციებს აყოლა, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რათა უფრო მეტად არ დაამძიმოთ ისედაც რთული სიტუაცია.
ქალწული – წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კვირის პირველ ნახევარში გადაჭრათ, რომელიც ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე მეორე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე მაღალია ავად გახდომის და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს შეფერხებას და პრობლემების შექმნას. ეცადეთ მოთმინებით მოისმინოთ კრიტიკა, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ისევ თქვენ იზარალებთ.
სასწორი – მართალია, მეტად დინამიური კვირაა, მაგრამ უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რომელიც ბევრად იღბლიანი და შედეგიანი იქნება. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, კოლექტიურ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, გეგმების დასახვისა და ცვლილებების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს კვირის მეორე ნახევარი, როცა საერთო დაძაბულობის და ქაოსის ფონზე თქვენც გაგიჭირდებათ წონასწორობის შენარჩუნება. არ ღირს საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობა, უმჯობესია მოისმინოთ და გაითვალისწინოთ გამოცდილი ადამიანების რჩევები. არაა გამორიცხული სწორედ კვირის მეორე ნახევარში მოგიწიოთ გადადებული საქმეების და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელთაც დიდხანს გაურბოდით.
მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. პრობლემები შეგექმნებათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან ბრაზითა და აგრესიით მაინც ვერაფერს შეცვლით. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან 8 აგვისტოს შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდება ისედაც დაძაბული სიტუაცია, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ძალის მოკრება და ემოციების მართვა, რაც თავის მხრივ სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს და საკუთარი სიმართლის მტკიცებას, რადგან ასე მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ მათთან.
მშვილდოსანი – აქტიური და დინამიური კვირაა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. შეძლებთ გონებამახვილობისა და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, რაც ძველი კონფლიქტების მოგვარებასა და უსიამოვნებების თქვენს სასიკეთოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ბევრად რთული იქნებ კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა და კონსენსუსის მიღწევა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რათა არ დაკარგოთ ის, რაც კვირის პირველ ნახევარში მოიპოვეთ.
თხის რქა – მართალია, დაძაბული კვირაა, მაგრამ პირველი ნახევარი უფრო სასიკეთო და შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე მეორე. ეცადეთ სწორედ ამ პერიოდში დაასრულოთ ყველა საქმე და გადაჭრათ საკამათო საკითხები, რადგან კვირის მეორე ნახევარში, რომელიც კარმული ვალების გასტუმრების პერიოდი იქნება, ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, საკუთარი პრინციპების დაცვა და ავტორიტეტის შენარჩუნება. არაა გამორიცხული სწორედ ამ პერიოდში მოგიწიოთ ძველი შეცდომების გამოსწორება, ვალების გასტუმრება და იმ ვალდებულებების შესრულება, რომელთაც დიდხანს გაურბოდით. უსიამოვნებების მიუხედავად, მაინც არ ღირს იმედის დაკარგვა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და დიპლომატია კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას.
მერწყული – მეტ-ნაკლებად შედეგიანი კვირაა. მართალია სტაბილური ენერგოტონუსის, ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე მარტივად შეძლებთ რთული საქმეების შესრულებას, მაგრამ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი კვირის პირველ ნახევარში გადაჭრათ. არაა გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ საჩუქარი ან ფულადი პრემია. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ურთიერთგაგების შემცირების ფონზე პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვაც გართულდება. არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება და სხვათა უმიზეზოდ დადანაშაულება. მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. სხვათა შორის, სწორედ ამ კვირაში მოგეცემათ შანსი შეაფასოთ საკუთარი თავი და ქცევა კოლეგების და ხელმძღვანელების თვალით.
თევზები – საკმაოდ რთული კვირაა, რასაც ერთის მხრივ, თვითრწმენის დაკარგვა, მეორეს მხრივ, კოსმოსის ნეგატიური ენერგიები დაამძიმებენ. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ აჰყვეთ კონფლიქტებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარში მოიმატებს. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის დასაწყისში დაასრულოთ, კვირის ბოლოს კი, დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას და საკუთარი სარგებლის თქვენს ხარჯზე ნახვას.
მასალის გამოყენების პირობები