გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოხატა სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლოდროინდელი დარღვევის გამო.
გუტერეშის თქმით, ის „განსაკუთრებით შეშფოთებულია სირიაში რამდენიმე ადგილას ისრაელის ასობით ავიაიერიშის გამო“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ძალადობის დეესკალაცია ყველა ფრონტზე, მთელ სირიაში.