ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”.

გინდათ, აღმოაჩინოთ საიდუმლო და ისტორიული გალერეა თბილისში, მაშინ არასწორი  გზით მიდიხართ, აქ წამოდით!

რუსთაველის თეატრის სარდაფში არის გალერეა, რომელიც რუსთაველის თეატრის გარდერობის ფოიეში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის წინ თბილისის ყველაზე გამოჩენილ ხელოვანთა თავშეყრის ცენტრი იყო კაფე “ქიმერიონი”, ადგლი, რომელიც მწერლებს, პოეტებს, მხატვრებსა და ზოგადად, ხელოვნებით დაინტერესებულ საზოგადების წევრებს მოუყარა თავი.

1919 წლის 28 დეკემბერს გაიხსნა, ხელოვანთა კლუბის ამ სივრცისთვის ეს მოზრდილი ადგილი მაშინდელმა ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა გამოყო, ხოლო სახელი „ქიმერიონი” კაფეს ვალერიან გაფრინდაშვილის, ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით დაერქვა.

- Advertisement -
Ad imageAd image

კაფეს საქართველოს სიმბოლისტები პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე ხელმძღვანელობდნენ. თბილისში იმხანად იმყოფებოდა პეტერბურგის არტისტული კაფეების მომხატავი ცნობილი რუსი ხელოვანი სერგეი სუდეიკინი. სწორედ მას სთხოვეს  სივრცის გალამაზება ცისფერრყანწელებმა. მას შეუერთდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კილე ზდანევიჩი, მოსე და ირაკლი თოიძეები, ხოლო ჭერის მოხატვა ალექსანდრე ზალცმანმა ითავა.

ამ სივრცის ბოძებზე შემორჩენილი ფრესკები სუდეიკინის შექმნილია. დავით კაკაბაძის მუზასაც მოკრავთ აქ თვალს, ხოლო ლადო გუდიაშვილის შესრულებული სტეპკოს დუქანი ქიმერიონში ჩასასვლელ კიბესთან შემოგეგებებოდათ.

ეს უზარმაზარი ადგილი რამდენიმე სივრცედ იყოფობდა, რაც მოიცავდა უშუალოდ კაფეს, პერფომანსების დარბაზსა და სცენას. მცირე ოთახებში კი ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. არტისტულმა სივრცემ 1922 წლამდე იარსება, საბჭოთა ბოლშევიკებმა მსგავსი ადგილები აკრძალეს, ხოლო 1937 წელს ტიციანისა და პაოლოს დახვრეტის შემდეგ ქიმერიონის კედლები გადაღებეს. მხოლოდ მოგვიანებით ჩატარებული რესტავრაციიისას აღამოაჩინეს ის, რაც ჩვენი საგანძურისგან შემორჩა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

- Advertisement -
Ad imageAd image
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამ მოხატული დარბაზის შესახებ ძალიან ცოტამ იცის. არადა ჩვენი საგანძურია! ლეგენდარული კაფე “ქიმერიონი”. 26 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-მოხატული-დარბაზის-შეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi