ცნობილი ტელეწამყვანი და მოდელი, ნუკი კოშკელიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა გულახდილობით. ის სოციალურ ქსელებში გამომწერებს თითქმის ყოველ დღე უზიარებს დეტალებს ცხოვრებიდან.
ბოლო პერიოდში ნუკი კოშკელიშვილის გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ ის ნაკლებად აქტიური იყო სოციალურ ქსელებში და აღარ დებდა “ლუქების ვიდეოებს”. ხშირად ისმოდა შეკითხვები მისი წონის მატებასთან დაკავშირებითაც. ნუკიმ, როგორც ყოველთვის, არ დააყოვნა და მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასიხარულო სიახლე გაუზიარა საზოგადოებას. მან მეუღლესთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ორსულობის დადებითი ტესტი უჭირავს ხელში. “ამჯერად დიდხანს გამოგვივიდა საიდუმლოს შენახვა,” – წერს ნუკი.