პარასკევი, აპრილი 17, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაგანსაკუთრებით დაცხება 17 მაისს | მეტეოროლოგი

განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს | მეტეოროლოგი

მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის პროგნოზით, უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ. განსაკუთრებით 17 მაისს დაცხება, ტემპერარატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს.

“სიცივიდან-სიცხეში, სიცხიდან-სიცივეში, ასეთია ბოლო რამოდენიმე კვირის სტატისტიკა.

ამჟამად ისევ ცივი პერიოდი გვაქვს, ხშირად ისმის სახუმარო ფრაზა ,,ოღონდ არ გათოვდებოდეს და რას დავეძებთო” და მართალიცაა, საგრძნობლად დაეცა ტემპერატურა.

თუმცა უახლოეს დღეებში ვითარება ისევ რადიკალურად შეიცვლება სიცხისკენ,  მთელს ქვეყანაში 16 და 17 მაისს მზიანი ამინდია მოსალოდნელი, განსაკუთრებით დაცხება 17 მაისს – სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +32 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი +27 გრადუსამდე მოიმატებს მაქსიმალური ტემპერატურა”, – წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

  პრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი