ამეტირა, თვალები ამეწვა, მაგრამ პასუხს აზრი არ ჰქონდა და აღარც გავეცი… – მაიკო კაჭკაშიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

“ძალიან რთული პროფესია მაქვს ძალიან. ფაქტიურად, სულის გაყიდვის ტოლფასი, რატომ?

იმიტომ რომ რასაც წერ და რაც შენ არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენ რომ გეკუთვნოდეს ყოველ წუთას დაწერდი!

მუზა როდის მოვა მარტო ზემოდან იციან, ამიტომ დასანანია სიმღერის “გაყიდვა” მასზე ვინც არ იმსახურებს და სათანადოდ არ უვლის შენს შემოქმედებას !

- Advertisement -
Ad imageAd image

მაგრამ როცა სახლში პროდუქტი გაქვს საყიდელი ამ სისათუთეზე ვეღარ ფიქრობ და ამდენი ლამაზი სიმღერა გავფანტე უგზო-უკვლოდ!

ისე მეწვის ყველაფერი, რომ ვერ ავხსნი!

დათუნამ მკითხა, მას ორი საკუთარი სიმღერა აქვს დაწერილი უკვე, არ გენანება რომ სხვას აძლევო? მე ვერაფრით ვერ გავიმეტებო და ამეტირა თვალები ამეწვა, მაგრამ პასუხს აზრი არ ჰქონდა და აღარც გავეცი…..

ამ ასაკში მენანება კი არა სასტიკად მენანება ყველა ის სიმღერა, რაც გავფანტე ფულის, ჰონორარის გამო, მაგრამ სხვა გზა არ იყო” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ამეტირა, თვალები ამეწვა, მაგრამ პასუხს აზრი არ ჰქონდა და აღარც გავეცი… – მაიკო კაჭკაშიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 29 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ამეტირა-თვალები-ამეწვა-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi