ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია...

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში

მოხარული ვარ რომ დღეს საპატრიარქოს წარმომადგენლებს შევხვდი. ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, – განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.

„მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულა საქართველოში ქრისტიანული იდენტობის, დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი და მათ შორის ის ხანგრძლივი ურთიერთობა რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი საპატრიარქოს ეწვია.

მეუფე შიომ, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი მიიღო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მიტროპოლიტმა შიომ ილაპარაკა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს საიუბილეო თარიღია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების და იმედი გამოთქვა, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას საელჩოც მიიღებს.

მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის გასაოცარი რამაა, როდესაც ვსაუბრობთ 1 700 წელზე. ჩემი ცხოვრების 5 წელი გავატარე საქართველოში. ბევრი მიმოგზაურია, წამიკითხავს წიგნები, გაზეთები, სტატიები და.ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ქვეყნის ისტორია იმდენად დიდი და იმდენად ღრმაა, მე ალბათ მხოლოდ ზედაპირი ვიცი. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საზეიმო წლისთავები, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ამის წარმოჩინება და აღნიშვნა. ვამაყობ, რომ ჩვენი საელჩოს ბევრი პროგრამა წლების განმავლობაში ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“, – აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რაჭა მეღვინეობის და მევენახეობის მხარე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი