ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოამერიკა, ჩვენი ერის ქსოვილი დარღვეულია, მაგრამ გამბედაობამ, საღმა აზრმა უნდა გაგვაერთიანოს -...

ამერიკა, ჩვენი ერის ქსოვილი დარღვეულია, მაგრამ გამბედაობამ, საღმა აზრმა უნდა გაგვაერთიანოს – მელანია ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპზე თავდასხმას საჯარო წერილით გამოეხმაურა.

„ახლა თქვენზე ვფიქრობ, ჩემო ამერიკელებო. ჩვენ ყოველთვის უნიკალური გაერთიანება ვიყავით. ამერიკა, ჩვენი ერის ქსოვილი დარღვეულია, მაგრამ ჩვენმა გამბედაობამ და საღმა აზრმა უნდა გაგვაერთიანოს. როდესაც ვუყურე ჩემს ქმარს, დონალდს როგორ მოხვდა ტყვია, მივხვდი, რომ ჩემი და ბარონის ცხოვრება დამანგრეველი ცვლილებების ზღვარზე იყო. მადლობელი ვარ იმ მამაცი საიდუმლო სამსახურის აგენტებისა და სამართალდამცველების, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავდნენ ჩემი ქმრის დასაცავად. უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებს, რომლებიც ახლა იტანჯებიან ამ საზარელი აქტით, თავმდაბლად ვუცხადებ ჩემს გულწრფელ თანაგრძნობას. მონსტრი, რომელმაც ჩემი ქმარი არაადამიანურ პოლიტიკურ მანქანად დაინახა, შეეცადა, ჩაეკლა მისი ენთუზიაზმი – მისი სიცილი, მუსიკის სიყვარული და შთაგონება, მისი ძირითადი ცხოვრებისეული ასპექტები, მისი ადამიანური მხარეები დაფარული იყო პოლიტიკური მანქანის ქვეშ. დონალდი, ყველაზე გულუხვი და მზრუნველი ადამიანი, ვისთან ერთადაც ვყოფილვარ საუკეთესო და ყველაზე ცუდ მომენტებში. არ დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული აზრები, პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშები სიყვარულზე უფრო დაბლა დგას. ჩვენი პირადი, სტრუქტურული და ცხოვრებისეული ერთგულება, სიცოცხლის ბოლომდე, სერიოზული რისკის ქვეშაა. ჩვენთან, ადამიანებთან შედარებით, პოლიტიკური ცნებები მარტივია. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ფუნდამენტურად, ინსტიქტურად გვსურს, დავეხმაროთ ერთმანეთს. ამერიკული პოლიტიკა მხოლოდ ერთი ინსტიტუტია, რომელსაც შეუძლია ჩვენი საზოგადოების ამაღლება. სიყვარული სიკეთე და თანაგრძნობა აუცილებლობაა. და გვახსოვდეს, რომ როდესაც დგება დრო, გავიხედოთ მარცხნივ და მარჯვნივ, წითელსა და ლურჯს მიღმა, ჩვენ ყველანი ვართ ოჯახებიდან, რომლებიც ვიბრძოლებთ ერთად უკეთესი ცხოვრებისთვის, ვიდრე აქ ვართ, ამ მიწიერ სამყაროში. მოდით, გავერთიანდეთ. ახლა, დღეს დილიდან დადექით სიძულვილზე და პრიმიტიულ იდეებზე მაღლა, რომლებიც ძალადობას იწვევს. ჩვენ ყველას გვინდა სამყარო, სადაც პატივისცემა უმთავრესია, ოჯახი პირველ ადგილზეა და სიყვარული აღემატება ყველაფერს. ჩვენ შეგვიძლია, კვლავ აღმოვაჩინოთ ეს სამყარო. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ პატივისცემა კვლავ იყოს ჩვენი ურთიერთობების ქვაკუთხედი. მე ვფიქრობ თქვენზე, ჩემო ამერიკელებო. ცვლილებების ქარმა დაუბერა. მათ, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად ტირის, მადლობას გიხდით. მე მივესალმები მათ, ვინც გადალახა პოლიტიკური განხეთქილება – გმადლობთ, რომ გახსოვთ, თითოეული პოლიტიკოსი არის კაცი ან ქალი მოსიყვარულე ოჯახით“, – აღნიშნავს მელანია ტრამპი წერილში.

  "ჰამასმა" და ისრაელმა მძევლები და პატიმრები გაცვალეს
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი