შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაალეკო ელისაშვილი: „არ ვაპირებთ, ბოიკოტის მომხრე რვა პარტიას შევუერთდეთ“

ალეკო ელისაშვილი: „არ ვაპირებთ, ბოიკოტის მომხრე რვა პარტიას შევუერთდეთ“

არ ვაპირებთ, ბოიკოტის მომხრე რვა პარტიას შევუერთდეთ, ჩვენი გეზი, ხედვა, სტრატეგია გვაქვს, თუმცა მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი რვა ოპოზიციური პარტიის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვართ საარჩევნო ბრძოლაში, ერთი მხრივ, ჩვენ, კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“, მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ჩვენ გვყავს საერთო კანდიდატები, საერთო მაჟორიტარები დავასახელეთ. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ამ არჩევნებს ვუყურებთ, როგორც ბრძოლას „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად და ქვეყნის გადასარჩენად. მეორე მხრივ, არიან ბოიკოტის მომხრე პარტიები, რვა პარტია. ჩვენ მათ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. არ ვაპირებთ, მათ შევუერთდეთ. ჩვენ ჩვენი გეზი, გზა გვაქვს, თუმცა პატივს ვცემთ. გვჯერა, რომ მათაც უნდათ ამ ხელისუფლების დამარცხება, უბრალოდ, სხვადასხვა ხედვა, სტრატეგია და გზა გვაქვს. მათ თავის გზაზე გაუმარჯოს, ჩვენ – ჩვენს გზაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  გაყიდვიდან ამოღებულია ❗️ პროდუქტები, რომლებშიც 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინეს - მორიგი კვლევა ❗️საცხობები და საკონდიტროები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი