კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდიალბათ, ნინასგან გადამედო, მე არ ვიყავი ასეთი - ანი ტყებუჩავა

ალბათ, ნინასგან გადამედო, მე არ ვიყავი ასეთი – ანი ტყებუჩავა

მსახიობი ანა ტყებუჩავა პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, სურს თუ არა, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოს…

ანა ტყებუჩავა:

მინდა, ვინმეს არ უნდა?! რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. რა მოჰყვება ამას, როგორი ცხოვრება აქვს ასეთ ადამიანს, პატიოსანი ცხოვრების შენარჩუნება შესაძლებელია თუ არა და ასე შემდეგ – ასეთი კითხვების არსებობის მიუხედავად, მინდა. მე ვფიქრობ, რომ იმას, რაც ადამიანის საწყისშია, ძალაუფლება დიდად ვერ შეცვლის. ჩემს ბავშვობაში ბევრ რამეს ამბობდნენ. მაგალითად, იმას, რომ მსახიობი თუ გახდები, აუცილებლად 15 ქმარი უნდა გყავდეს და შიმშილით უნდა კვდებოდე. საერთოდ, ძალიან ბევრი სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს.

გარემო ბევრ რამეს განაპირობებს, მაგრამ უფრო მეტს განსაზღვრავ შენ და მე სტერეოტიპების დანგრევით უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ. ყოველთვის არსებობს ზუსტად ისეთი ვარიანტი, როგორიც შენ ხარ, მას შენ ქმნი. ამიტომაც არსებობს კარგი, ცუდი, უკეთესი, არაუშავს და ასე შემდეგ, რაც ვართ, შესაბამისს ვქმნით. ამიტომ, კი, მინდა, ვიყო მსოფლიოში ცნობილი ადამიანი.

უამრავ ქართველ მსახიობს დავაკავებდი საოცრად კარგ ფილმებში, ბავშვებს, მოხუცებს გვერდით დავუდგებოდი და ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი. ალბათ, ისინიც ასე ამბობდნენ ბავშვობაში, ვისაც დღეს ეს მდგომარეობა აქვს, მაგრამ დღეს აღარ ახსოვთ. თუმცა, ზოგი, ალბათ, აკეთებს კიდეც ამას, ჩვენ ხომ ყველაფერი არ ვიცით.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი