სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსაიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც...

აიძულებდნენ მეძავობას, ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სძალავდნენ ფულს და არ აძლევდნენ საკვების მიღების საშუალებასაც კი – თბილისში მომხდარი დანაშაულის დეტალები

სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით თბილისში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს სხვადასხვა მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდნენ.

ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, მსხვერპლი იძულებული იყო მთელი დღის განმავლობაში სექსუალური მომსახურება არაერთი კლიენტისთვის გაეწია. საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც. ირკვევა, რომ საკმარისი თანხის არქონის გამო შშმ ქალი ბრალდებულმა ლევან აბულაძემ სასაფლაოზე აიყვანა და სასტიკად სცემა. საქმის მთავარი ფიგურანტია მისი მეუღლე, 48 წლის ხათუნა აბულაძე, რომელსაც ქმარი ძალადობის შემდეგ ანგარიშს ტელეფონით აბარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში ისმის, თუ როგორ აიძულებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ქალს სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ამ გზით გამომუშავებულ თანხას კი ცოლ-ქმარი სრულად ეუფლებოდა. მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ქალს დღის განმავლობაში საკვების მიღებასაც კი უკრძალავდნენ.

სექსუალური ექსპლუატაციის ადგილი მტკვრის მარცხენა სანაპიროა. 40 წლის მსხვერპლი აქ თითქმის ყოველდღიურად გამოდიოდა და სხვადასხვა მამაკაცთან სექსუალური მომსახურებით გამომუშავებულ თანხას, ტრეფიკიორებს სრულად ურიცხავდა. ამავე ტერიტორიაზე მდებარე კომერციულ დაწესებულებებში მსხვერპლს კარგად იცნობენ, თუმცა ძალადობის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ დღეს შეიტყვეს.

“კურიერი” გლდანში, აბულაძეების საცხოვრებელ მისამართზეც იმყოფებოდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რის შემდეგაც ცოლი სახლიდან, ქმარი კი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.

დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ბრალდებულ ცოლ-ქმარს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

rustavi2

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

თებერვალი 10, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

10 თებერვალი 2025
თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თებერვალი 10, 2025
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

თებერვალი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი