პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedაეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცოცხალი გველები გადაჰყავდა

აეროპორტში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცოცხალი გველები გადაჰყავდა

მუმბაიში, ინდოეთის საბაჟოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ ტაილანდიდან ჩამოსული თვითმფრინავის მგზავრი გააჩერეს, რომელსაც ცოცხალი გველები გადაჰყავდა, რაც ამ თვეში მესამე შემთხვევაა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცს 16 ცოცხალი გველი გადაჰყავდა, რომელთა კონფისკაცია მოხდა.

“საბაჟო თანამშრომლებმა… ველური ცხოველების კონტრაბანდის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს, ტაილანდიდან დაბრუნებულ მგზავრს 16 ცოცხალი გველი ჩამოართვეს”, – განაცხადეს საბაჟოს თანამშრომლებმა.

მათი თქმით, დაკავება ინდოეთში, ჩჰატრაპატი შივაჯი მაჰარაჯის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.

საბაჟო სააგენტოს განცხადების თანახმად, მამაკაცი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
Irina Datashvili
  ალცჰაიმერის სამკურნალო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დაავადების პროგრესი სამჯერ შეანელა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი