შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა“ - „ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ...

„ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა“ – „ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია“-თეთრი სახლის სპიკერი

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ადრეული შეფასება, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა, მცდარია.

„ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობაა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მისია იდეალურად შეასრულეს“, – აღნიშნა მან.

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის სამხედრო დარტყმებმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები ვერ გაანადგურა და, სავარაუდოდ, მხოლოდ რამდენიმე თვით უკან დახია იგი.

ადრეული შეფასება თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ის ეფუძნება ბრძოლის შემდგომ ზარალის შეფასებას, რომელიც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ამერიკული დარტყმების შემდეგ განახორციელა.

ობიექტებისთვის მიყენებული ზიანის ანალიზი და დარტყმების გავლენა ირანის ბირთვულ ამბიციებზე კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა შეიცვალოს, როდესაც ახალი სადაზვერვო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. თუმცა, ადრეული დასკვნები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არაერთ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დარტყმებმა ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტები „სრულიად გაანადგურა“. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმაც კვირას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ამბიციები „განადგურებულია“.

  თეთრი სახლი - სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი