მსახიობი და ტელეწამყვანი ნატუკა გულიაშვილი გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” ონკოლოგიურ დიაგნოზზე და მასთან გამკლავებაზე საუბრობს:
– ცხვირთან პატარა ხალი მქონდა. სულ ვამბობდი, რომ ეს საგვარეულო იყო… მამიდაჩემსაც ჰქონდა. ხალი თანდათან იზრდებოდა, ხან მეკაწრებოდა, სათვალე აღიზიანებდა, მაკიაჟს რომ ვიკეთებდი, ცუდად ჩანდა. ექიმთან, ონკოქირურგთან მივედი და ვუთხარი, რომ მოწვა მინდოდა. მითხრა, ოპერაცია დღესვე გავიკეთოთო. დავთანხმდი. ექიმები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, არ მითხრეს, რა ხდებოდა. დავწექი, გამაყუჩებელი გამიკეთეს და ერთადერთი, რაც მესმოდა, იყო ის, რომ ამბობდნენ, თუ რა დიდი ზომისა და სიღრმის იყო. აგრესიული სიმსივნე აღმოჩნდა.