ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„აბაზანაში შეყუჟვის“ ახალი ტენდენცია – რა უნდა გააკეთოთ, თუ ამას შეამჩნევთ

„აბაზანაში შეყუჟვის“ ახალი ტენდენცია – რა უნდა გააკეთოთ, თუ ამას შეამჩნევთ

მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობა უფრო ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და სტრესიც კი, ამ თემაზე ტაბუ ისევ არსებობს. ბოლო პერიოდში TikTok-ისა და Instagram-ის მსგავს პლატფორმებზე აქტიურად განიხილება ერთი ტენდენცია, რაც, შესაძლოა, ოდნავი შეშფოთების მიზეზიც გახდეს.

ეს ტენდენცია ცნობილია, როგორც “აბაზანაში შეყუჟვა” (აბაზანაში კემპინგი). ბევრი, ვინც მასში მონაწილეობს, ამბობს, რომ ეს ეხმარება მათ, თავი დააღწიონ დატვირთულ სამუშაო დღეს და მის მიერ გამოწვეულ ზედმეტ სტიმულაციას ცოტა ხნით, ზოგიერთ შემთხვევაში საათობითაც კი.

რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთით შესვენება უჩვეულო არ არის, მაგრამ თუ თქვენი რომელიმე ახლობელი საათებს ატარებს აბაზანაში, შეიძლება საჭირო იყოს მასთან საუბარი ამ თემაზე.

რა არის “აბაზანაში შეყუჟვა” და რატომ მიმართავს მას ხალხი?

თერაპევტმა რიჩ კოქსმა, ონლაინ თერაპიის პლატფორმა BetterHelp-იდან, განაცხადა: “TikTok-ზე გავრცელებული ბოლოდროინდელი ტენდენცია — აბაზანაში თავის შეფარება — გულისხმობს, რომ ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ აბაზანაში დროს და არა ჩვეულებრივი მიზნით, არამედ მშვიდი თავშესაფრის სახით. ბევრისთვის აბაზანა ხდება მარტოობის იშვიათი სივრცე; ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, ისუნთქოთ და დროებით გაეთიშოთ გარე სამყაროს მოთხოვნებს”.

სტრესთან გამკლავების აღნიშნული სტრატეგია TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ერთ-ერთი მომხმარებელი თავის 290 ათას გამომწერს უხსნიდა, რომ თუ ის წვეულებაზეა — ან თუნდაც სახლში მარტო რჩება — და ზედმეტ სტიმულირებას გრძნობს, აბაზანაში იმალება ცოტა ხნით, ზოგჯერ კი იქ რამდენიმე საათით რჩება.

ამ მომხმარებელმა თქვა: “არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე აბაზანის სარკეში საკუთარ თავთან საუბარი. რატომ არ შეგვიძლია ამის ნორმალიზება? აბაზანაში არაფერი ხდება, არ არის ფანჯრები, რომ სადმე გავიხედოთ, უბრალოდ მე ვარ ჩემივე თავის პირისპირ.”

რატომ შეიძლება ეს ტენდენცია შეშფოთების მიზეზი იყოს?

კოქსმა თქვა, რომ ახალგაზრდა თაობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად აწუხებს, რაც შეშფოთების მიზეზია იმის გათვალისწინებით, რომ კოქსის თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში “ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარების ძიების მიმართ მომატებული სტიგმა არსებობს”.

  საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

მან თქვა: “ჩვენ დავინახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში ამ თაობას თითქმის 2-ჯერ უფრო ხშირად აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შფოთვა, ვიდრე Baby Boomers-ის თაობას, შესაბამისად, აბაზანაში თავის შეფარება შეიძლება იყოს დახმარების ძიების ერთგვარი ფორმა, რომელიც ემოციური გადატვირთვის დროს კონტროლის შეგრძნებას გვთავაზობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა შეიძლება ხანმოკლე შვებას გვთავაზობდეს, მნიშვნელოვანია ფრთხილად გამოვიკვლიოთ, რა შეიძლება იყოს განცალკევების საჭიროების მიზეზი. მდგრადი ემოციური კეთილდღეობა ხშირად მიღწევადია არსებული ძირითადი პრობლემების მოგვარებით და არა მხოლოდ სიმპტომების მართვით”.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ, რომ მეგობარი ან ოჯახის წევრი ხშირად აფარებს თავს აბაზანაში?

კოქსმა განმარტა: “თუ შეამჩნევთ, რომ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი „სააბაზანოში კემპინგს“ მიმართავს, შესთავაზეთ ერთად გასეირნება ან უბრალო საუბარი, რომელიც დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ სამყაროდან დამალვის გამომწვევ მიზეზებს”

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი