„ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება..შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბიზნესმენი ლევან პირველი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„ხანგრძლივი და უმძიმესი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი ლევან პირველი…

უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ლევანის და მისი დის, ლიკას ოჯახებში ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში…

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც რეალურად აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება და დღეს დამთავრდა მისი ამქვეყნიური ყოფნაც…

ნათელში დაუმკვიდრებს ლევანის მოუსვენარ სულს უფალი…

იმედია, შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა…“, – წერს მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ლევან პირველი მძიმე სენს ებრძოდა.

რამდენიმე თვის წინ მისი და, ლიკა პირველი გარდაიცვალა. ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც თრომბი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჯერ ლიკა შეეწირა ლევანის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას, შემდეგ უკვე ლევანმაც აღარ ინება სიცოცხლის გაგრძელება..შეხვდებიან ერთმანეთს სამოთხეში, წამებული და ერთმანეთისთვის თავდადებული და-ძმა“. 3 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯერ-ლიკა-შეეწირა-ლევანი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi