კვირა, თებერვალი 9, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიჩვევები, რომლებიც ამცირებს სიკვდილის რისკს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას

ჩვევები, რომლებიც ამცირებს სიკვდილის რისკს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას

ამერიკის გულის ასოციაციამ გაარკვია, რომელი ჩვევები გვეხმარება ჯანსაღი გულისა და ახალგაზრდული უჯრედების შენარჩუნებაში. ესენია – ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მოწევაზე უარის თქმა, ხარისხიანი ძილი, სხეულის მასის ინდექსის შენარჩუნება, ქოლესტერინის დონის შემოწმება, ასევე არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლი.

მკვლევარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სწორედ ეს მარტივი ჩვევები ხდის ჩვენს ორგანიზმს უფრო მდგრადს სერიოზული დაავადებების მიმართ.

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ 14 წლის განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე მკვლევარებმა შეაგროვეს 5682 ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც მიიღეს ინდივიდუალური ქულა 0-დან 100-მდე ცხოვრების სტილის ოთხ ინდიკატორზე – ძილი, მოწევა, დიეტა და ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელობის ოთხი ინდიკატორი – სხეულის მასის ინდექსი, ქოლესტერინი, არტერიული წნევა და სისხლში შაქრის დონე.

მკვლევარებმა ასევე გამოთვალეს ექსპერიმენტის თითოეული მონაწილის ბიოლოგიური ასაკი. როგორც ცნობილია, ადამიანებს გვაქვს როგორც ქრონოლოგიური, ისე ბიოლოგიური ასაკი, რომელიც იზომება არა პასპორტის თარიღით, არამედ ჩვენი უჯრედების ჯანმრთელობის დონით. ბიოლოგიურ ასაკზე გავლენას ახდენს გენეტიკა, ცხოვრების წესი და გარემო.

კვლევამ აჩვენა, რომ ის მონაწილეები, რომლებსაც რვავე ინდიკატორზე მაღალი ქულა ჰქონდათ, უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ და მათ უჯრედებს უფრო დაბალი ბიოლოგიური ასაკი ჰქონდათ, ხოლო მათ, ვისაც დაავადებისადმი დაბალი გენეტიკური მიდრეკილება ჰქონდა, მაგრამ არ იცავდა ჯანსაღ ჩვევებს, ექსპერიმენტის დროს, გულის დაავადება გამოუვლინდა, ან გარდაიცვალა მისგან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თითოეული ჯანსაღი ჩვევა ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს 35%-ით.

ამრიგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გენეტიკა შეიძლება უძლური იყოს, თუ ადამიანი არაჯანსაღი ცხოვრების წესს მიმართავს. ახლა კი ჩვევები, რაც ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია:

ჯანსაღი კვება

ბოლო წლების განმავლობაში კვების დარგმა ევოლუცია განიცადა, მაგრამ ცხადია, ჩვენ არ ვართ მზად მივიღოთ ასეთი ტიპის საკვები; როდესაც მივირთმევთ ფასტ-ფუდს, ცომეულს დანამატებითა და კონსერვანტებით, საკვების ნაწილი რჩება ჩვენი ნაწლავების კედლებზე და ვდგებით ყაბზობისა და ნაწლავის ღარიბი მიკრობიომის რისკის წინაშე. მიკრობიომი, თავის მხრივ, გავლენას ახდენს კანის ფერზე, იმუნიტეტზე და სხეულის მთლიან ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, შემწვარი და ცხიმიანი საკვები ხელს უწყობს სისხლძარღვებში ქოლესტერინის დონის მომატებას, რაც ხშირად ინფარქტის მიზეზია.

ფიზიკური აქტივობა

როდესაც საკმარისად ვმოძრაობთ, სისხლძარღვების კედლები ძლიერდება, რაც დადებითად მოქმედებს გულზე. გარდა ამისა, ფიზიკური აქტივობა გულს უფრო ელასტიკურს ხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიბერეში მინიმალური საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულების გამო ზედმეტი გადატვირთვა არ გემუქრებათ.

მოწევაზე უარის თქმა

მწეველის გული დღეში რამდენიმე ათასით მეტ შეკუმშვას ახდენს, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის გული, მაგრამ ახალგაზრდობაში რამდენადაც ეს შეიძლება არ იყოს შეუმჩნეველი, 40 წლის შემდეგ გულის კუნთის ცვეთამ შეიძლება მიაღწიოს პიკს და არაა გამორიცხული, ფატალური შედეგიც დადგეს.

ხარისხიანი ძილი

ხარისხიანი ძილი გავლენას ახდენს სხეულის მეორე მნიშვნელოვან ორგანოზე – ტვინზე. ძილის დროს 21:00 საათიდან შუაღამემდე ტვინი და ნერვული სისტემა ყველაზე ეფექტურად აღდგება. თუ შუაღამის შემდეგ დაიძინებთ, რამდენიც არ უნდა იძინოთ, ამ “ოქროს საათების” კომპენსირება შეუძლებელია და მეორე დღეს თავს დაღლილად იგრძნობთ. დაღლილი ტვინი კი ნიშნავს სხეულის სხვა ორგანოების ცვეთას და იმუნიტეტის დაქვეითებას.

და ბოლოს, იფიქრეთ ბალანსზე, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და გაითვალისწინეთ მედიკოსების პრაქტიკული რჩევები, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, ეცადეთ გაიხანგრძლივოთ ის.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

თებერვალი 8, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

თებერვალი 8, 2025
რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

თებერვალი 8, 2025
სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

8 თებერვალი 2025
ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

თებერვალი 8, 2025
საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

თებერვალი 8, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი