შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ, – განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
მინისტრის განმარტებით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/
sheniekimi.ge/ambebi
