პარასკევი, ივლისი 4, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაგურამოში ბაღი გააშენა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში უვლიდა - ილიას ბაღი საგურამოში...

საგურამოში ბაღი გააშენა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში უვლიდა – ილიას ბაღი საგურამოში მას გაუკეთებია. პოეტს თავად უთხოვია დახმარება, ბაღი გამილამაზეო და მასაც ამ საქმისთვის თავი გადაუდვია

ცნობილი მებაღე-დეკორატორი მიხეილ მამულაშვილი
„საქმე აძლევს ადამიანს ღირსებას… მთელი შენი მოსაზრება, მთელი შენი ძარღვები სწორედ საქმეს უნდა მოანდომო ხოლმე.“

ბაღის ხელოვნება საქართველოში

საქართველო მებაღეობის მდიდარი ტრადიციებით ცნობილია, და ამ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გამოჩენილ მებაღეს – მიხეილ მამულაშვილს. გასულ საუკუნეში მცხეთაში გაშენებული მისი სახელობითი ბაღი ნამდვილ სანახაობად იქცა. იქ ყოველდღიურად მიდიოდნენ სტუმრები, რათა ენახათ ბუნების სილამაზე ადამიანის ხელით გაფორმებული.

მიხეილ მამულაშვილი იყო არა მხოლოდ ბაღის არქიტექტორი, არამედ ბუნებასთან ჰარმონიაში მცხოვრები შემოქმედი. ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ფაქტი მისი ცხოვრებიდან უკავშირდება ილია ჭავჭავაძეს – მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს. სწორედ ილიას თხოვნით, მამულაშვილმა საგურამოში ბაღი გააშენა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში უვლიდა, საკუთარი ინიციატივითა და რწმენით. ამბობდა, სანამ სუნთქვა შემიძლია, ილია ჭავჭავაძის ბაღს ყვავილები არ მოაკლდებაო.

მიუხედავად დიდი შრომისა და საზოგადოებრივი აღიარებისა – მას მიენიჭა “ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის” წოდება – მიხეილ მამულაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ბაღი გაუქმდა. დღეს მცხეთაში მისი შექმნილი სამოთხიდან მხოლოდ მოგონებები და მცირე ფრაგმენტებია დარჩენილი.

თუმცა ბაღების სიყვარული და ესთეტიკა საქართველოში არ გაქრა. ახალი თაობის მებაღეებმა მისი ტრადიცია გააგრძელეს. ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ზურა შევარდნაძის მიერ შექმნილი “გარდენია”, რომელიც მდებარეობს თბილისის გარეუბანში. ეს უნიკალური ბაღი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული და დასასვენებელი სივრცეა საქართველოში. სტუმრები აქ მოდიან არა მხოლოდ ყვავილების და ლანდშაფტის დასათვალიერებლად, არამედ იმ შთაგონებისთვისაც, რაც ხელოვნების, ბუნებისა და ისტორიის ერთიანობაში იგრძნობა.

ზურა შევარდნაძის „გარდენია“ არა მარტო ბუნებრივ სილამაზეს გვთავაზობს, არამედ აგრძელებს ქართული მებაღეობის კულტურულ ხაზს, რომელიც მიხეილ მამულაშვილმა ოსტატურად დააფუძნა. ბაღები, როგორც კულტურის ნაწილია, არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის, არამედ მემკვიდრეობისთვისაც არსებობენ. ისინი გვახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების შენარჩუნება, ხელოვნება და ერთგულება.

მებაღე მამულაშვილი მამულს ბაღში ემსახურებოდა


მიხეილ მამულაშვილი (1873-1973)
მებაღე-დეკორატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
სწავლობდა პიატიგორსკის პროგიმნაზიაში (1882), შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1890 წელს დაამთავრა თბილისის საბაღოსნო სასწავლებელი.
1890-1898 წწ. მუშაობდა კავკასიის მეფისნაცვლის ბაღში (ახლანდელ მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის ბაღი). 1907 წელს ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით თბილისში გახსნა ყვავილების სალონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საშუალება მიეცა საბაღოსნო საქმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი გამხდარიყო. დიდია მისი ღვაწლი მრავალი ველური ყვავილის გაკულტურებაში. მას სახელი გაუთქვა ორიგინალური სტილის მხატვრულმა კომპოზიციებმა. სისტემატურად მონაწილეობდა ყვავილების რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მამულაშვილის მცხეთის ბაღში (საფუძველი ჩაეყარა 1893) დაცულია მისი მხატვრული კომპოზიციები და კაბინეტ-მუზეუმები.
დაკრძალულია ბაღის ეზოში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
author avatar
Irina Datashvili
  ლოცვა, რომელიც სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატთან უნდა წაიკითხოთ - დღეს წმინდანის ხსენების დღეა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი