პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორა პრობლემები შექმნა პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვამ

რა პრობლემები შექმნა პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვამ

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე მადრიდის აეროპორტში შეფერხებულია ფრენებიც

ელექტროენერგიის გათიშვის გამო პორტუგალიისა და ესპანეთის ქალაქებში პრობლემები შეიქმნა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ბარსელონა, სევილია, ვალენსია და მადრიდი, სადაც გაჩერდა მეტროპოლიტენი. ამასთან, შეფერხებულია ფრენები მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში.

ესპანეთის რკინიგზის კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით გაჩერდნენ მატარებლები. ასევე, ესპანეთის ქალაქებში დიდი რიგებია, რადგან ელექტრონული ბარათებით გადახდა შეუძლებელია. რესტორნები და კაფეები სათანადოდ ვერ ფუნქციონირებენ. ელექტროკომპანიაში აცხადებენ, რომ მუშაობენ ელექტროენერგიის აღდგენაზე.

ელექტროენერგია გაითიშა

ქაოსია ასევე პორტუგალიაში, სადაც შეფერხებულია მობილური სატელეფონო კავშირი, პრობლემებია სატრანსპორტო სისტემაშიც. ლისაბონსა და პორტოში გათიშულია შუქნიშნები. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა ასევე ანდორაშიც.

ამასთან, ელექტროენერგიის გათიშვის გამო დღეს პორტუგალიისა და ესპანეთის მთავრობების საგანგებო სხდომა გაიმართება.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
Tamar Pitskhelauri
  ტრაგედია თურქეთში - ავტობუსში მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი