By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ძირტკბილას ფესვ.სიროფი 100მლ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:11 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
3 წუთიანი წაკითხვა
ძირტკბილას ფესვ.სიროფი — სასუნთქი სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სასუნთქი სისტემა
კლინიკური ჯგუფი
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დაავადებების დროს. ამოსახველებელი საშუალებები.
გამოშვების ფორმა
სიროფი.
გაცემის წესი
რეცეპტით

 

ზოგადი დახასიათება:


 
საერთაშორისო სახელწოდება:
Glycyrrhiza glabra;
 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყავისფერი ბლანტი სითხე, სპეციფიური სუნით. შენახვის პროცესში დაიშვება ნალექის დალექვა.
 
შემცველობა:
100 გ სიროფი შეიცავს ძირტკბილას ფესვის ბლანტ ექსტრაქტს 4 გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, გასუფთავებული წყალი, სპირტი 90%.
 
გამოშვების ფორმა: 
სიროფი.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დაავადებების დროს. ამოსახველებელი საშუალებები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას კალიუმისა და კალციუმის მარილებს, ფლავონის გლიკოზიდებს (ლიკვირიტინი, ლიკვირიტიგენინი, ლიკვირიტოზიდი). ძირტკბილას პრეპრატების ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების წამწამებიანი ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას.
პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება სასუნთქი გზების გლუვ კუნთებზე განპირობებულია ფლავონური ნაერთების არსებობით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია ლიკვირიტოზიდი, ანთების საწინააღმდეგო (კორტიკოსტეროიდულის მაგვარი) ეფექტი – გლიცირიზინის მჟავას არსებობით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზის დროს.
 
გამოყენების ჩვენებები: 
ძირტკბილას ფესვის სიროფი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სასუნთქი გზების დაავადებების დროს (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ტრაქეობრონქიტები, პნევმონიები, ბრონქოექტაზური დაავადება).
 
გამოყენების წესი და დოზები: 
ძირტკბილას ფესვის სიროფი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წინ პრეპარატი არ ზავდება, მაგრამ მიღების შემდეგ საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დაყოლება (ჩაი ან თბილი წყალი).
მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზიდან 1 დესერტის კოვზამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის ავადმყოფობის ხასიათის, სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებების, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.
 
გვერდითი მოქმედება: 
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიამრთ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და შეშუპება) განვითარება.
ძირტკბილას პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა და შეშუპების განვითარება.
 
უკუჩვენებები: 
პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფბისათვის შაქრიანი დიაბეტით და პირებისათვის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობით, რომლებსაც შეიცავს წამლის მცენარეული ნედლეული.
 
ჭარბი დოზა: 
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის.
 
გამოყენების განსაკუთრებულობანი: 
ძირტკბილას ფესვის სიროფი შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი რეკომენდებული არ არის ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: 
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
 
შენახვის პირობები: 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-15°C ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა: 
2 წელი.
 
გაცემის წესი: 
რეცეპტის გარეშე.
 
შეფუთვა: 
50 გ ან 100 გ შუშის ან პოლიმერის ფლაკონებში, 1 ფლაკონი კოლოფში. 100 გ შუშის ან პოლიმერის ქილებში, 1 ქილა კოლოფში.
 
მწარმოებელი: 
დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი. უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ., 17.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ბრონქიტიბრონქიტიდაავადებაპნევმონია (ფილტვების ანთება)პნევმონია (ფილტვების ანთება)დაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

გრიპოსტადი® C — სასუნთქი სისტემა

გრიპოსტადი® C

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფინოპტინი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ფინოპტინი 80მგ #100ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რივოტრილი — ნერვული სისტემა

რივოტრილი 2მგ #30ტ CLONAZEPAM

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
არბიდოლი — ანტიინფექციური საშუალებები

არბიდოლი 50მგ #10კაფს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?