By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ცელანიდი 0.25მგ #30ტ (უკრაინა)

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:10 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
6 წუთიანი წაკითხვა
ცელანიდი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა (ATC C)
კლინიკური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. საგულე გლიკოზიდები.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტები.
გაცემის წესი
რეცეპტით

ზოგადი დახასიათება:


საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები: Lanatoside C; [3β-{(O-β-D-გლუკოპირანოზილ-(1→4)-O-(-3-აცეტილ-2.6-დიდეოქსი-β-D-რიბო-ჰექსოპირანოზილ-(1→4)-O-2,6-დიდეოქსი-β-D-რიბო-ჰექსოპირანოზილ)ოქსი}-12β,]4-დიჰიდროქსი-5β,14β-კარდ-20(22)-ენოლიდი];
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები;
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 0.00025 გ ცელანიდს;
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ტალკი.
 
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი საშუალებები. საგულე გლიკოზიდები.:
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცელანიდი წარმოადგენს საგულე გლიკოზიდს. ცელანიდის ბიოლოგიური აქტივობა შეადგენს 14000-16000 ბაყაყის ან 3200-3800 კატის ერთეულს 1 გ-ში. ცელანიდის ძირითად ფარმაკოდინამიკურ ეფექტებს წარმოადგენს დადებითი ინოტროპული, უარყოფითი დრომოტროპული და ქრონოტროპული ეფექტები. ცელანიდს გააჩნია კარდიოტონური მოქმედება (აძლიერებს სისტოლას, ახანგრძლივებს დიასტოლას), აიშვიათებს გულის რითმს, ანელებს გულის გამტარობას, აძლიერებს მიოკარდის აგზნებადობას. გლიკოზიდის მოქმედების მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს მისი გავლენა მიოკარდიოციტების კალიუმ-ნატრიუმის ტუმბოზე, კალციუმის იონების ცვლა და ციკლური ადენოზინმონოფოსფატის მდგომარეობა, რომელიც მონაწილეობს მიოკარდის უჯრედების კუმშვითი პროცესის ენერგეტიკულ უზრუნველყოფაში. ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით იწვევს ვაზოდილატირებელ ეფექტს, ამცირებს ვენურ წნევას, ზრდის დიურეზს, ამცირებს შეშუპებებს, ქოშინს.
ფარმაკოკინეტიკა. შიგნით მიღებისას ცელანიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 15-45% და იგი მერყეობს ფართო საზღვრებში კუჭის წვენის მჟავიანობის, ნაწლავის მოტორიკისა და მისი სისხლით მომარაგების, წამლების ურთიერთქმედების (აქტივირებული ნახშირი, ანტაციდური პრეპარატები, შემკვრელი საშუალებები ამცირებენ კნტ-ში ცელანიდის შეწოვას, მეტოკლოპრამიდი და პროზერინი აძლიერებენ ნაწლავის პერისტალტიკას, ცელანიდის ბიოშეღწევადობის მკვეთრად შემცირებით) მიხედვით. სისტემურ სისხლმიმოქცევაში მოხვედრისას, 20-25%-ით პრეპარატი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატის საწყსი ეფექტი ვლინდება 1.5-3 საათში, მაქსიმალური მოქმედება – 4-6 საათში. ცელანიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 28-36 საათს. პრეპარატი ღვიძლში ბიოტრანსფორმირდება და ორგანიზმიდან გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალიებთან ერთად.
 
გამოყენების ჩვენებები:
ცელანიდი ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობის, ქრონიკული ფილტვისმიერი გულის, მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმის, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულარული ტაქიკარდიის დროს.
 
გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებში. საჭირო თერაპიის ჩასატარებლად ინიშნება პერორალურად, დაწყებული 0.00025-0.0005 გ (1-2 ტაბლეტი) 3-4-ჯერ დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტის მიღწევისას (3-5 დღე) დღე-ღამის დოზა მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე – 0.0005-0.00025 გ (2-1 ტაბლეტი). ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია კლინიკური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება გაგრძელდეს თვეები და წლები, პრეპარატის რეკომენდებული მიღებით 1/2 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში. უმაღლესი დოზები მოზრდილებისათვის: ერთჯერადი – 0.0005 გ (0.5 მგ), დღე-ღამის – 0.001 გ (1 მგ).
ბავშვებში. ცელანიდის ნაჯერი დოზა სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობისას შეადგენს 0.03-0.05 მგ/ სხეულის წონის კგ (თუ სხეულის წონა 16 კგ-ს არ აღემატება, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0.02-0.03 მგ/კგ) მე-3-5 დღეს.
ახალშობილებში ნაჯერი დოზა შეადგენს 1/4-1/2 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ. თერაპიული ეფექტის მიღწევისას (3-5 დღე) ხდება ნაჯერი დოზიდან შემანარჩუნებელი დოზების მიღებაზე გადასვლა:
2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4-1/5 ტაბლეტი დღე-ღამეში;
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1/2-1/4 ტაბლეტი დღე-ღამეში.
 
გვერდითი მოქმედება:
ცელანიდის გამოყენებით განპირობებული ჭარბი დოზის ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას შესაძლოა განვითარდეს პოლიტოპური ექსტრასისტოლია, ბიგემინია ან ტრიგემინია, გამოხატული ბრადიკარდია, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარობის შენელება. ზოგჯერ აღინიშნება დიურეზის შემცირება, მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრევა, დიარეა, ძილიანობა, მხედველობის დაქვეითება. ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს თრომბოციტოპენია, გამონაყარი კანზე.
 
უკუჩვენებები:
ცელანიდი უკუნაჩვენებია გლიკოზიდური ინტოქსიკაციის, პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის, გამოხატული ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი პაროქსიზმალური ტაქიკარდიის, ადამს-სტოქს-მორგანის სინდრომის, იზოლირებული მიტრალური სტენოზის, არასტაბილური სტენოკარდიის, მიოკარდის მწვავე ინფარქტის, გულის ტამპონადის, ექსტრასისტოლიის დროს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
 
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის ნიშნების განვითარებისას აუცილებელია დოზის შემცირება ან გლიკოზიდის მიღების დროებით შეწყვეტა. განვითარებული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის ანაწონით, მარილოვანი საფაღარათო საშუალებების, ქოლესტირამინის, უნითიოლის, კალიუმის პრეპარატების გამოყენება, ოქსიგენოთერაპიის ჩატარება. რითმის დარღვევებისას, რომლებსაც ვერ არეგულირებს კალიუმის პრეპარატები, რეკომენდებულია არითმიის საწინააღმდეგო საშუალებების (დიფენინი, ლიდოკაინი) გამოყენება.
 
გამოყენების განსაკუთრებულობანი:
ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობა იზრდება ჰიპოკალიემიის, ჰიპომაგნიემიის, ჰიპერკალციემიის, ჰიპერნატრიემიის, ჰიპოთირეოზის, ფილტვისმიერი გულის, მიოკარდიტის დროს.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში საგულე გლიკოზიდების მიმართ მგრძნობელობა უფრო დაბალია, ვიდრე მოზარდებსა და მოზრდილებში, რაც საჭიროებს პრეპარატის უფრო მაღალი დოზების (მგ/სხეულის წონის კგ) დანიშვნას თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი. ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატი აღწევს დედის რძეში. ხანგრძლივი მკურნალობის ან პრეპარატის დიდი დოზების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდბულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ფარმაცევტული. კალიუმის პერმანგანატთან, ნიშადურ-ანისულის წვეთებთან, წყალბადის ზეჟანგთან, ვერცხლის ნიტრატთან, ჟოლოს სიროფთან, ალკალოიდების მარილებთან, სულფანილამიდებთან, გლიკოზიდების ტანინთან ერთად გამოყენებისას ცელანიდი წარმოქმნის ნალექს, მჟავებთან და ფუძეებთან – არააქტიურ პროდუქტებს.
ფარმაკოდინამიური. ბარბიტურატებთან (განსაკუთრებით ფენობარბიტალთან) ერთად გამოყენებისას ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის და მეტაბოლიზმის დაჩქარების შედეგად, ცელანიდის ეფექტურობა მცირდება.
სინერგიზმი ცელანიდთან გააჩნიათ კალციუმის იონებს. ცელანიდის კალციუმის ქლორიდთან, პანტოთენატთან, გლუკონატთან ერთად ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკურობის მომატება და გულის გაჩერება. ცელანიდისა და ამინაზინის შეთავსება ხელს უწყობს სისხლის შედედების გაძლიერებას. ჰეპარინთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია ჰეპარინის ეფექტის დასუსტება ცელანიდის ზემოქმედებით სისხლის შედედების გაძლიერების გამო. ცელანიდისა და ლინკომიცინის ერთად გამოყენებისას ვითარდება ფსევდომემბრანული კოლიტი. ჰიპერტენზიული საშუალებები ამცირებენ ცელანიდის ექსკრეციას, აძლიერებენ მის ტოქსიკურობას. ასეთივე მოვლენები აღინიშნება მისი დიურეზულებთან (კალიუმშემანარჩუნებლების გარდა), ინსულინთან, ამფოტერიცინთან შეთავსების დროს, გლუკოზას, კორტიკოსტეროიდების, ანტიბიოტიკების ხანგრძლივად გამოყენების დროს, ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის შედეგად.
ერთდროული გამოყენებისას კალციუმის პრეპარატებთან, კატექოლამინებთან და დიურეზულებთან იზრდება გლიკოზიდური ინტოქსიკაციის განვითარების რისკი. ერთდროული გამოყენებისას ქინიდინთან, ვერაპამილთან, ნიფედიპინთან, სპირონოლაქტონთან (ნაკლებად) იზრდება ცელანიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ანტაციდები ამცირებენ კნტ-დან პრეპარატის აბსორბციას, ამიტომ ცელანიდის დოზა უნდა გაიზარდოს, ანტაციდის მიღების შეწყვეტის შემდეგ უნდა დაინიშნოს პრეპარატის საწყისი უმცირესი დოზა.
ამავდროულად რეკომენდებულია ცელანიდის გამოყენება ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატთან ერთად. ცელანიდის შეყვანისას ანაბოლურ სტეროიდებთან, თიამინის ქლორიდთან, რიბოფლავინთან, პირიდოქსინთან, ფოლის მჟავასთან, მეთილურაცილთან, მეთიონინთან, უნითიოლთან, ფოსფადენთან, ინოზინთან ერთად ძლიერდება მისი ინოტროპული ეფექტი.
 
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა – 3 წელი.

 
გაცემის პირობები:
რეცეპტით.

 
შეფუთვა:
30 ტაბლეტი პენალებში.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ფილტვისმიერი გულიფილტვისმიერი გულიდაავადებატაქიკარდიატაქიკარდიადაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

გულის ძგერის არარეგულარობაგულის ძგერის არარეგულარობასიმპტომი
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

მოდიპინი (amlodipine) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მოდიპინი 5მგ #20ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კალცემინი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

კალცემინი #30ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კრატალი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

კრატალი #10ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სიორალი რეტარდი (მეტფორმინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან მოთეთრო ფერის მოგრძო ფორმის შემოუგარსავი ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტი.) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

სიორალი რეტარდი 850მგ #20ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?