By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

სელევეფი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:02 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
სელევეფი — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი
ფონის ფოტო: The New York Public Library / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი (ATC A11)
კლინიკური ჯგუფი
პოლივიტამინი მიკროელემენტებთან კომბინაციაში.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი №30

ფორმა: ა:

1 ტაბლეტის შემადგენლობა:  სელენი (სელენის მეთიონინი)-100 მკგ., თუთია(თუთიის გლუკონატი)- 15 მგ., ვიტამინი A (რეტინოლ პალმიტატი)-1000 მკგ., ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) -90 მგ., ვიტამინი E (D-ალფა -ტოკოფეროლის აცეტატი)-45 მგ., ვიტამინი B6(პირიდოქსინ HCl) -2,2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი,  თეთრი ოპადრაი-85FI422
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  პოლივიტამინი მიკროელემენტებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:  სელენი– შედის ორგანიზმში არსებული  ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტის -გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში, რომელიც ბოჭავს და ანეიტრალებს  სიცოცხლისათვის საშიშ თავისუფალ რადიკალებს;  შედის  ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში( მათ შორის იოდოთირონინ დეიოდენაზას,  რომელიც ააქტიურებს თიროქსინს); სელენი იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას, უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების გამოყოფას; იცავს  გულის კუნთს და თავის ტვინს ოქსიდაციური სტრესისგან. თუთია- შედის 400-მდე ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში (ინსულინი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი); ზრდის T-ლიმფოციტების რაოდენობას და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას; აუცილებელია ალკოჰოლის დაშლისათვის(შედის ალკოჰოლდეჰიდროგენაზას შემადგენლობაში); მონაწილეობს ყნოსვის, გემოს და აღქმის რეცეპტორების ფუნქციონირებაში; თუთიის შემცველობაზეა დამოკიდებული თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდის პროცესი, კანის რეგენერაცია, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა; უზრუნველყოფს თვალის ბადურა გარსის სტაბილურობას და ბროლის გამჭვირვალობას (მონაწილეობს ბადურა გარსის მიერ გლუკოზის უტილიზაციაში). ვიტამინი A- მონაწილეობს ორგანიზმის ჟანგვა- აღდგენით პროცესებში, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, კორტიკოსტეროიდების სინთეზში; მნიშვნელოვანი კომპონენტია მხედველობისთვის; უზრუნველყოფს კანის, თმის და ფრჩხილების სიჯანსაღეს.  ვიტამინი C- ძლიერი ანტიოქსიდანტია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი, იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის მომატებულ განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, ხელს უშლის თრომბწარმოქმნას. ვიტამინი E-  გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში;   აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის  ნორმალურად ფუნქციონირებისათვის.  ვიტამინი B6- ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში; არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის რიტმს; აუმჯობესებს მეხსიერებას; აუცილებელია ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლისთვის.
გამოყენების ჩვენება: 

სელევეფი, როგორც პოლივიტამინი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ნაჩვენებია:

–  (C, E  და A)ვიტამინების და სელენის უკმარისობის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;

–  არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;

–  ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;

–  მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს;

–  აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;

–  სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;

–  არაბალანსირებული და არასრულფასოვანი კვების დროს.
გვერდითი მოვლენები:

სელევეფის  რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას.

არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.

ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების დროს მცირდება ასკორბინის მჟავას შეწოვა. ვიტამინი C- ზრდის რკინის შეწოვას, სალიცილატებითა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს.
უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება:

სელევეფი ინიშნება : 8 წლის ასაკიდან 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში  ჭამის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
შენახვის პირობები:

ინახება  მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .
ვარგისობის ვადა: 3 წელი.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციადაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

A.Vogel Echinaforce ტაბლეტები — ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

A.Vogel Echinaforce ტაბლეტები

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კომბიციდი (sultamicilline tosylate) — გრძნობის ორგანოები (თვალი, ყური)

კომბიციდი 750მგ #10ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
მოტეკი (მონტელუკასტი/Montelukast სამკურნალო ფორმა საღეჭი ტაბლეტები.) — სასუნთქი სისტემა

მოტეკი 4მგ / Moteki 4mg

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ერესპალი სიროფი — სასუნთქი სისტემა

ერესპალი სიროფი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?