By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

სეკნილი 1000მგ #6ტ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:10 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
სეკნილი — ანტიინფექციური საშუალებები
ფონის ფოტო: National Cancer Institute / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიინფექციური საშუალებები
კლინიკური ჯგუფი
ანტიმიკრობული მოქმედების ანტიპროტოზოული პრეპარატები ქვეყანა: საქართველო
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები 500 მგ ან 1000 მგ.
გაცემის წესი
რეცეპტით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული მოქმედების ანტიპროტოზოული პრეპარატები

 
ქვეყანა: საქართველო

 
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 
ჯენერიკი: Secnidazolum

 
ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:
 სეკნიდაზოლი;


 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ფერის, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული მოგრძო ფორმის ტაბლეტები. 


 
შემადგენლობა:   

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

სეკნიდაზოლს – 500 მგ ან 1000 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი (სეკნილი 1000 მგ), კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, კროსპოვიდონი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი ნივთიერებების ნარევი.

 
გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები 500 მგ ან 1000 მგ.

 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოული საშუალება. P01 AB07.

 
ფარმაკოლოგიური თვისებები:

სეკნილი წარმოადგენს ნიტროიმიდაზოლის სინთეზურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ანტიპროტოზოული და ანტიბაქტერიული მოქმედება. სეკნილი ხასიათდება ბაქტერიციდული ეფექტით გრამდადებითი და გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიების მიმართ. 

სეკნილი განსაკუთრებით აქტიურია  Entamoeba histolytica, Giardia lamblia, Trichomona vaginalis  და უმეტესობა ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების მიმართ. არ მოქმედებს აერობულ გამომწვევებზე, მაგ. ვაგინალური ლაქტობაცილები.

სეკნილი იწვევს დნმ-ის სპირალური კონფიგურაციის დარღვევას, ნუკლეინის მჟავების სინთეზის შეფერხებას და უჯრედის სიკვდილს.

 
ფარმაკოკინეტიკა: 

პერორალურად მიღების შემდეგ სეკნილი სწრაფად და სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა ქსოვილებში შეადგენს 80%-ს. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. 2 გ სეკნილის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17-29 სთ-ს. პრეპარატის 16% გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 სთ-ის განმავლობაში თირკმელების საშუალებით.

 
ჩვენება:

• ნაწლავური და ღვიძლისმიერი ამებიაზი;

• ლამბლიოზი;

• ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი;

• ბაქტერიული ვაგინოზი.

 
მიღების წესი და დოზირება:

სეკნილი მიიღება პერორალურად უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით სითხესთან ან ნახევრად თხევად საკვებთან ერთად.  

ნაწლავური ამებიაზი: მწვავე, კლინიკურად გამოხატული ნაწლავური ამებიაზის სამკურნალოდ მოზრდილებში ინიშნება 2 გ, ხოლო ბავშვებში – 30 მგ/კგ ერთჯერადად. უსიმპტომო ნაწლავური ამებიაზის დროს – მოზრდილებში 2 გ, ბავშვებში 30 მგ/კგ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის ამებიაზი: ღვიძლის ამებიაზის სამკურნალოდ ინიშნება მოზრდილებში – 1.5 გ  დღეში, ბავშვებში _ 30 მგ/კგ ერთ მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.

ლამბლიოზი (Giardia Lamblia), ტრიქომონული ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: ინიშნება 2 გ ერთჯერადად.

 
გვერდითი მოვლენები:

სეკნილი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა იშვიათად შეიძლება აღინიშნოს  მეტალის გემო პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გლოსიტი, სტომატიტი, შექცევადი ლეიკოპენია. ძალზე იშვიათად სეკნილმა შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა და თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები  – ჭინჭრის ციება.

 
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება.

 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ერთდროული გამოყენებისას  სეკნილი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამიტომ მკურნალობის დროს საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვვევაში – ანტიკოაგულანტების დოზის შემცირება. 

სეკნილით მკურნალობის დროს დისულფირამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზი. მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია, რადგან ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება და თავის ტკივილი.

ციმეტიდინი ახანგრძლივებს სეკნილის ნახევარგამოყოფის პერიოდს.

არ არის რეკომენდებული სეკნილის გამოყენება მიორელაქსანტებთან ერთად. 

სეკნილი ზრდის ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში.

ამოქსიცილინთან კომბნაციაში ძლიერდება პრეპარატის ეფექტურობა Helicobacter pylori-ს მიმართ.

 
ჰიპერდოზირება:

არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი სეკნილის მიმართ, ამიტომ ჰიპერდოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა.


 
ორსულობა და ლაქტაცია:

დაუშვებელია სეკნილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

 
გამოყენების თავისებურებები:

არ შეიძლება სეკნილის გამოყენება სისხლის დაავადების დროს. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს ზომიერი შექცევადი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობის აღდგენა ხდება მკურნალობის დასრულებისთანავე.

სეკნილი სიფრთხილით გამოიყენება  ღვიძლისა და ცნს-ის პათოლოგიების დროს.

 
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

 
შეფუთვა:

6 ტაბლეტი ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.                                      

 
შენახვის პირობები: 

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 
ვარგისიანობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 
აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა რეცეპტით.

 
მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.    

 
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტურული

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ვაგინიტი (კოლპიტი)ვაგინიტი (კოლპიტი)დაავადებაურეთრიტიურეთრიტიდაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

აციდოფილუსის საღეჭი ტაბლეტები მარწყვით — სხვა პრეპარატები

აციდოფილუსის საღეჭი ტაბლეტები მარწყვით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
სავარიქსის გელი — ძვალ-კუნთოვანი სისტემა

სავარიქსის გელი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გლემპიდი (glimepiride) — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

გლემპიდი 4მგ #30ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
რაციოცეფი ავერსი — ანტიინფექციური საშუალებები

რაციოცეფი ავერსი 0.5გ ფლ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?