By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

პირაცეტამი 0.4გ #60კაფს(ლატვი)

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:16 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
5 წუთიანი წაკითხვა
პირაცეტამი — ნერვული სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნერვული სისტემა (ATC N06)
კლინიკური ჯგუფი
ნოოტროპული საშუალება.

გენერიული დასახელება:


Piracetanum
 
წამლის ფორმა:
ტაბლეტები და კაფსულები.
 
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ პირაცეტამს;
 
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, შაქარი, ტიტანის ორჟანგი, სილიციუმის ორჟანგი, ფქვილი, ფუტკრის ცვილი, საღებავები – E 104 და E110.
 
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის სტეარატი, მაგნიუმის ფუძე კარბონატი.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული საშუალება.
 
ჩვენება:
პირაცეტამი გამოიყენება ნევროლოგიურ, ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.
პირაცეტამი ნევროლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებებისას (ათეროსკლეროზი, სისხლძარღვოვანი პარკინსონიზმი), რომლებიც ვლინდება ცერებრული-სისხლძარღვოვანი ქრონიკული უკმარისობით, მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევით, თავბრუსხვევითა და თავის ტკივილით, თავის ტვინში სისხლმიმოქცევის ცვლილებით, თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობის დროს, აგრეთვე ზემოთაღნიშნული მდგომარეობების დროს აღდგენითი თერაპიის მიზნით პაციენტის ფსიქიური აქტივობისა და მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით. პირაცეტამი გამოიყენება აგრეთვე ნერვული სისტემის დაავადებებისას, რომელთა თანმხლებია ინტელექტუალური ფუნქციების და ემოციური სფეროს დარღვევები.
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში პირაცეტამი გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სხვადასხვა წარმოშობის ნერვულ-დეპრესიული მდგომარეობები, რომლის თანმხლებია ადინამიის ნიშნები, ასთენიური, სენესტო-იპოქონდრული დარღვევები, იდეატორული ხასიათის შეკავება, აგრეთვე დუნე აპათიური დეფექტური მდგომარეობისას შიზოფრენიით შეპყრობილ პაციენტებში, სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოორგანული სინდრომებისას, სენილური ატროფიული პროცესების, სხვადასხვა ფსიქიკური დაავადების კომპლექსური თერაპიისათვის. პირაცეტამი აგრეთვე დამხმარე საშუალების სახით გამოიყენება დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიდეპრესიული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, აგრეთვე როდესაც ნეიროლეფსიური და სხვა ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების მიმართ გააჩნიათ აუტანლობა, იგი ასევე გამოიყენება ზემოთაღნიშნული სამკურნალო საშუალებების მოქმედებით გამოწვეული სომატოვეგეტატური, ნევროლოგიური ან ფსიქიური გართულებების აღმოფხვრის მიზნით. პირაცეტამი როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ეპილეფსიის დროს.
პირაცეტამი ნარკოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება აბსტინენციის სინდრომის მოსახსნელად პრე და დელირიოზული მდგომარეობისას ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის შემთხვევაში, აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით მოწამვლის შემთხვევაში. პირაცეტამი ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს გამოიყენება ფსიქიური უნარის მყარი დარღვევის (ასთენიის) მდგომარეობის შესამცირებლად.
პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება შესწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად და თავის ტვინის პერინატალური დაზიანების ნარჩენი მოვლენების ლიკვიდაციისათვის: სამშობიარო ტრავმის დროს, რომლებიც გამოწვეულია ინფექციებით, ჰიპოქსიით, აგრეთვე ოლიგოფრენიის დროს, გონებრივი განვითარების შეფერხებით, ბავშვებში ცერებრული დამბლით.
პირაცეტამი გერონტოლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება მოხუცთა დემენციის (მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება) სამკურნალოდ.
 
წინააღმდეგჩვენება:
პირაცეტამის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგრეთვე თირკმელების უკმარისობა, დეპრესია და მოუსვენრობა (აჟიტირებული დეპრესია), ჰანტინგტონის დაავადება, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
 
გვერდითი მოვლენები:
პირაცეტამს ჩვეულებრივ კარგად იტანენ პაციენტები. გვერდითი მოვლენები ძირითადად აღინიშნება დღეში 5 გ-ზე მეტი დოზის მიღებისას და ხანდაზმულ პაციენტებში. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები, სექსუალური სტიმულაცია, მოძრაობის აქტივობის მომატება, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად მოსალოდნელია კორონარული უკმარისობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევებში საჭიროა დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პირაცეტამის გამოყენებისას, განსაკუთრებით გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებში შესაძლებელია აფორიაქება, მოუსვენრობა, მოძრაობის გააქტივება, ყურადღების კონცენტრაციის მოდუნება, გაუწონასწორებელი მდგომარეობა, გაღიზიანებადობა, კონფლიქტურობა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შესაძლებელია პირაცეტამის ურთიერთქმედება ცნს-ის მასტიმულირებელ, ასევე ნეიროლეფსიურ (ჰიპერკინეზის გაძლიერება) საშუალებებთან, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან, მისი ჰიპოფუნქციის დროს.
 
მიღების წესი და დოზირება:
პირაცეტამი ჩვეულებრივ მიიღება პერორალურად ჭამამდე საწყისი დოზით 1,2 გ-დან (400 მგ 3-ჯერ დღეში) 2,4 გ-მდე, ხანდახან დღეღამეში 3,2 გ-მდე ან მეტი. აღნიშნული დოზის მიღების შემთხვევაში მკურნალობის ეფექტი როგორც წესი აღინიშნება 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზას ამცირებენ 1,2-1,6 გ-მდე (400 მგ 3-4-ჯერ დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6-თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 6-8 კვირის შემდეგ. პირაცეტამით მკურნალობის დროს შესაძლებელია ფსიქოტროპული, გულ-სისხლძარღვთა და სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
თავის ტვინის მწვავე დაზიანების სამკურნალოდ პირაცეტამი მიიღება სხვა დეზინტოქსიკაციურ მეთოდებსა და აღდგენით თერაპიასთან კომბინაციაში, ხოლო ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალოდ – შესაბამის ფსიქოტროპულ საშუალებებთან ერთად.
ბავშვებში პირაცეტამი გამოიყენება ყოველდღე 30-50 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით დღეში 2-ჯერ დილას და შუადღისას. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მიიღება 3-ჯერ დღეში 200 მგ-ის ოდენობით (დღეღამეში 800 მგ-ის ოდენობით). 5-დან 16 წლამდე ბავშვებში – 400 მგ დღეში 3-ჯერ (მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 1,8 გ-ს). აუცილებლობის შემთხვევაში მრავალწლიანი მკურნალობის დროს რეკომენდებულია ერთი წლის განმავლობაში 2-3 მკურნალობის კურსის ჩატარება.
იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნა მიღებული მორიგი დოზა, მაშინ მკურნალობის კურსს აგრძელებენ ადრე დანიშნული დოზის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
 
ჭარბი დოზირება:
პრეპარატი პრაქტიკულად არ არის ტოქსიკური. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითარება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების მქონე პირებს პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისას სიფრთხილე მართებთ.
 
ვარგისიანობის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
 
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
 
შეფუთვა:
შემოგარსული ტაბლეტი #10,60 ან 120 შეფუთვაში.
#10 კაფსულა კონტურულ შეფუთვაში, #10 ამ #60 კაფსულა შეფუთვაში.
 
მწარმოებელი:
“ოლაინფარმა” (ლატვია)
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

თავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევებითავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევებიდაავადებაგულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიაგულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიადაავადებაათეროსკლეროზიათეროსკლეროზიდაავადებადეპრესიადეპრესიადაავადებაეპილეფსიაეპილეფსიადაავადებაალცჰაიმერის დაავადებაალცჰაიმერის დაავადებადაავადებადემენციადემენციადაავადებადამბლა (პლეგია)დამბლა (პლეგია)დაავადებააპათიააპათიადაავადებანარკომანიანარკომანიადაავადებარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციარესპირაციულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექციადაავადებაშიზოფრენიაშიზოფრენიადაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

მეხსიერების პრობლემებიმეხსიერების პრობლემებისიმპტომითავბრუსხვევათავბრუსხვევასიმპტომითავის ტკივილითავის ტკივილისიმპტომი
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

პირაცეტამი (პირაცეტამი; 2-ოქსო-1-პიროლიდინილაცეტამიდი ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ყვითელი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.) — ნერვული სისტემა

პირაცეტამი 0.2გ #60ტ (კიევი)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
როტალეპტინი — ნერვული სისტემა

როტალეპტინი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ლაბრონი (ციტიკოლინი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ხსნარი;) — ნერვული სისტემა

ლაბრონი 1000მგ/4მლ #5ა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ნეოსტიმი (ამინო-ფენილერბომჟავას ჰიდროქლორიდი;) — ნერვული სისტემა

ნეოსტიმი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?