By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ორნიქსილი

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 11:53 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
ორნიქსილი — გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
კლინიკური ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი საშუალება.
გამოშვების ფორმა
ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი. მწარმოებელი "PRIMEA Limited" - ინგლისი

შემადგენლობა:


1 აბი შეიცავს: ორნითინი 200 მგ, სილიმარინი 140 მგ, არტიშოკი 200 მგ
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორული, დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰიპოამონიემიური, ნაღვლმდენი, შარდმდენი საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ორნითინს აღენიშნება დეზინტოქსიკაციური, ჰიპოაზოტემიური, ჰეპატოპროტექტორული და ჰიპოამონიემიური მოქმედება. ახდენს შარდოვანას სინთეზის პროცესში ამონიუმის ჯგუფების უტილიზაციას (ორნითინის ციკლი). სისხლის პლაზმაში აქვეითებს ამიაკის კონცენტრაციას, ხელს უწყობს სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ნორმალიზებას, ამასთან აუმჯობესებს მარილების ხსნადობას და აჩქარებს მათ გამოყოფას შარდთან ერთად. ორნითინი აძლიერებს რა ორნითინის ციკლს, აჩქარებს აზოტორგანული კომპლექსების უტილიზაციას შარდოვანამდე და ამცირებს შარდმჟავას სინთეზს. ამცირებს რა შარდმჟავას სინთეზს, ორნითინი ხელს უშლის თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებას. ორნითინი აგრეთვე ასტიმულირებს ინსულინის და სტჰ-ს (სომატოტროპული ჰორმონის) გამომუშავებას. შინაგანად მიღებისას ორნითინ ასპარტატი დისოცირდება მის შემადგენელ კომპონენტებად (ორნითინი და ასპარტატი), რომელთა შეწოვაც ხდება წვრილ ნაწლავში ნაწლავის ეპითელიუმით აქტიური ტრანსპორტის გზით. გამოიყოფა შარდთან ერთად შარდოვანას წარმოქმნის ციკლით. სილიმარინი შეიცავს ფლავანოიდური ნაერთების კომპლექსს, მიღებულს ბაყაყურას ნაყოფიდან. სილიმარინს გააჩნია დეზინტოქსიკაციური, რეგენერაციული, ჰეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მოქმედების მექანიზმი – სილიმარინი ასტიმულირებს რნმ-პოლიმერაზას, რასაც თან სდევს ჰეპატოციტებში სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზის გააქტიურება. სილიმარინს გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების და ზეჟანგური ნაერთების მავნე ზემოქმედებისგან. პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს განაპირობებს მის მოლეკულაში ფენოლური სტრუქტურის მქონე ფლავანოიდების არსებობა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობს თავისუფალი რადიკალების შებოჭვაში. ამგვარად ჰეპატოციტებში ხდება ლიპიდების ზეჟანგვითი ჟანგვის პროცესების ინჰიბირება, რაც ხელს უწყობს უჯრედული სტრუქტურების შენარჩუნებას და მათ სწრაფ რეგენერაციას. პრეპარატი არა მხოლოდ აქვეითებს მალონალდეჰიდის წარმოქმნის ინტენსივობას, აგრეთვე არეგულირებს უჯრედების მიერ ჟანგბადის შთანთქმას. პრეპარატი აძლიერებს ღვიძლის დეზინტოქსიკაციურ ფუნქციას გლუტათიონის დაგროვების მომატების შედეგად. ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს პრეპარატი ამცირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას. სილიმარინს გააჩნია გამოხატული მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება, უჯრედულ მემბრანებთან ბიოქიმიური ურთიერთქმედების შედეგად პრეპარატი ხელს უშლის უჯრედში არსებული ნივთიერებების დაკარგვას და აუმჯობესებს ცვლის პროცესებს. არტიშოკს გააჩნია ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული და შარდმდენი მოქმედება. ასევე ხელს უწყობს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციის შემცირებას. პრეპარატი აუმჯობესებს ჰეპატოციტების მიერ კოენზიმების გამომუშავების უნარს, შედეგად უმჯობესდება ქოლესტერინის და ლიპიდების ცვლა და კეტოსხეულების მეტაბოლიზმი. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ღვიძლისა და თირკმლის პარენქიმაზე მოქმედებს როგორც სადეზინტოქსიკაციო საშუალება. არტიშოკის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ინულინი და B ჯგუფის ვიტამინები (B2, B1) ახდენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულირებას. პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისგან, ნიტრონაერთების, მძიმე მეტალების მარილების და ალკალოიდების ჩათვლით.
 
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმელების დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.
მათ შორის:
• ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი. ვირუსული ჰეპატიტის ქვემწვავე, პერსისტირებადი და აქტიური ქრონიკული ფორმა
• მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი
• ღვიძლის დაზიანებები, დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი) და ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი
• პრეპარატი ასევე გამოიყენება ლიპიდურ-ქოლესტერინული ცვლის დარღვევის მქონე პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში
• ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია
• მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა
• ასევე გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში თირკმელკენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში
• ორსულთა ტოქსიკოზი. პრეპარატს კომბინირებული ან მონოთერაპიის სახით იყენებენ ღვიძლის სხვადასხვა სახის ტოქსიური დაზიანების შემთხვევაში, მათ შორის
• ღვიძლის წამლისმიერი დაზიანება და ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების პერიოდი;
• მძიმე მეტალებით და ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით მოწამვლა
• ორგანული წარმოშობის გამხსნელებით ინტოქსიკაცია
• ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში.
 
გამოყენების წესი და დოზირება:
ორნიქსილი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, 1 ტაბლეტი 1-3ჯერ დღეში. გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის რეაქციები, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება. უკუჩვენება: გამოხატული თირკმლის უკმარისობა (პლაზმაში კრეატინინის დონე 3მგ/100მლ-ზე მეტი), ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის პერიოდში, ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ჭარბი დოზირება: გვერდითი მოვლენების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება, სიმპტომური თერაპია.


გამოშვების ფორმა:
ორნიქსილი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი. მწარმოებელი “PRIMEA Limited” – ინგლისი
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ჰეპატიტიჰეპატიტიდაავადებაღვიძლის ცხიმოვანი დაავადებაღვიძლის ცხიმოვანი დაავადებადაავადებანაღვლკენჭოვანი დაავადებანაღვლკენჭოვანი დაავადებადაავადებათავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევებითავის ტვინის დაავადებები და ფსიქიკური დარღვევებიდაავადებაღვიძლის ციროზიღვიძლის ციროზიდაავადებაქოლანგიტიქოლანგიტიდაავადებაქოლეცისტიტიქოლეცისტიტიდაავადებაორსულთა ტოქსიკოზიორსულთა ტოქსიკოზიდაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ფილიგრა (სილდენაფილი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ცისფერი, რომბისებრი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები, გრავირებით “50” ან “100” ცალ მხარეს;) — სხვა პრეპარატები

ფილიგრა 50მგ #1ტ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
კალციუმის გლუკ.0.5გ — სხვა პრეპარატები

კალციუმის გლუკ.0.5გ #10ტ(კიევი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ერესპალი — სხვა პრეპარატები

ერესპალი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გლუკოზა C ვიტამინით — ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

გლუკოზა C ვიტამინით

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?