By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

მუსკომედი (8 მგ/ კაფს. N20)

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:01 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
4 წუთიანი წაკითხვა
მუსკომედი (თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი. პრეპარატის ათქ კოდი: M03BX05) — ძვალ-კუნთოვანი სისტემა
ფონის ფოტო: Shawn Powar / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემა
კლინიკური ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.
აქტიური ნივთიერება
თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელა
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები. 10 კაფსულა ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
რეცეპტით

საერთ. დასახელება: თიოკოლხიკოზიდი,

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:
მუსკომედი / MUSCOMED
 
სავაჭრო დასახელება:
მუსკომედი, Muscomed
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
თიოკოლხიკოზიდი, Thiocolchicoside
 
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: მუსკომედი 8 მგ; მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #2, სახურავი და კორპუსი მქრქალი თეთრი ფერის, შეიცავენ ყვითელ ფხვნილს.
 
შემადგენლობა:
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
 
პრეპარატის ათქ კოდი:
M03BX05
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მუსკომედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზურ მიორელაქსანტს, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან _ კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინოერბომჟავასა (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმის, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმის დროს.
მუსკომედს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ თიოკოლხიკოზიდი თავდაპირველად მეტაბოლიზდება აგლიკონ 3-დემეთილთიოკოლხიცინის (შL59.0955) წარმოქმნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ინტესტინალური მეტაბოლიზმის საშუალებით, რითაც აიხსნება სისხლის პლაზმაში შეუცვლელი ფორმით მოცირკულირე თიოკოლხიკოზიდის არარსებობა. შემდგომში შL59.0955 გლუკუროკონიუგირდება ფარმაკოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტად შL18.0740.
შL59.0955 და შL18.0740-ის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათში. ერთჯერადი პერორალური დოზის სახით 8 მგ თიოკოლხიკოზიდის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის და AUჩ-ის მაჩვენებლები შL18.0740-სთვის შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 60 ნგ/მლ და 130 ნგ.სთ/მლ. შL59.0955-სთვის ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია: მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 13 ნგ/მლ, AUჩ ვარირებს 15,5 ნგ.სთ/მლ-დან (3 საათამდე) 39,7 ნგ.სთ/მლ-მდე (24 საათამდე).
შL18.0740-ის ნახევარგამოყოფის პერიოდი 3,2-7 საათს შეადგენს, შL59.0955-ის – 0,8 საათს.
შიგნით მიღების შემდეგ მიღებული დოზის 20% გამოიყოფა თირკმელებით, 75-81% ექსკრეტირდება ფეკალიებთან ერთად.
 
გამოყენების ჩვენებები:
მუსკომედი ნაჩვენებია სპასტიური ხასიათის ტკივილის სამართავად შემდეგი მდგომარეობებისას:
– ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები (დორსალგია, ლუმბალგია და ა.შ.);
– კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებები და ნევროლოგიური დაავადებები; 
– სახსრებზე წარმოებული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია.
 
გამოყენების წესი და დოზები:
მუსკომედი მიიღება შიგნით ჭამის შემდეგ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 8-16 მგ-ს, გაყოფილი 2 მიღებად.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 5-7 დღე.
ფიზიოთერაპიული პროცედურებისათვის მზადებისას კუნთების მოდუნების პერიოდი შეადგენს 1-2 საათს პრეპარატის მიღებიდან.
 
წინააღმდეგჩვენებები:
_ პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
_ კუნთების ჰიპოტონია;
_ მსუბუქი დამბლა;
_ ორსულობა;
_ ლაქტაციის პერიოდი;
_ 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.
 
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად: გამონაყარი კანზე, შეშუპება, ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი), გასტრალგია, დიარეა.
ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია, გაღიზიანებადობა და ძილიანობა.
 
განსაკუთრებული მითითებები:
მუსკომედი სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს. სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
 
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა სხვა მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარეს მსგავს პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.


ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
 
გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში.
1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

დორსალგია (ზურგის ტკივილი)დორსალგია (ზურგის ტკივილი)დაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

სახსრების ტკივილისახსრების ტკივილისიმპტომი

იგივე აქტიური ნივთიერების პრეპარატები

მუსკომედი (4მგ/ კაფს. N20)ძვალ-კუნთოვანი სისტემა · თიოკოლხიკოზიდი 4 მგ ან 8 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზასრეცეპტით
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

აზიტრომიცინ (აზიტრომიცინი სამკურნალო ფორმა: კაფსულები) — ანტიინფექციური საშუალებები

აზიტრომიცინ(ჰემომიცინი)0.25გ#6

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ესლოტინის სიროფი (დეზლორატადინი, Desloratadine წამლის ფორმა: შიგნით მისაღები სიროფი. აღწერილობა: ნარინჯისფერი ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.) — სასუნთქი სისტემა

ესლოტინის სიროფი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტრიდერმი მალამო (betamethasone, clotrimazole, gentamicin ათქ.კლასიფიკაციის კოდი: L07CC01) — ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ტრიდერმი მალამო 15გ ტუბ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
დელაცეტი — სხვა პრეპარატები

დელაცეტი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?