By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

მეთოტრექსატი-ებევე

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 11:53 am
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
8 წუთიანი წაკითხვა
მეთოტრექსატი-ებევე — სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორები
ფონის ფოტო: National Cancer Institute / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნომოდულატორები
კლინიკური ჯგუფი
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა:


აქტიური ნივთიერება – მეთოტრექსატი 1 მლ ერთი ფლაკონი შეიცავს: მეთოტრექსატი – 10 მგ 1 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 1 მლ ერთი ამპულა შეიცავს: მეთოტრექსატი – 10 მგ 1 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 5 მლ ერთი ფლაკონი შეიცავს: მეთოტრექსატი 50 მგ 5 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 5 მლ ერთი ამპულა შეიცავს: მეთოტრექსატი 50 მგ 5 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 5 მლ ერთი ფლაკონი შეიცავს: მეთოტრექსატი 500 მგ 5 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 10 მლ ერთი ფლაკონი შეიცავს: მეთოტრექსატი 1000 მგ 10 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში; 50 მლ ერთი ფლაკონი შეიცავს: მეთოტრექსატი 5000მგ 50 მლ Nაჩლ იზოტონიურ ხსნარში;
 
სამკურნალო ფორმა:
საინიექციო ხსნარი და საინფუზიო კონცენტრატი
 
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეთოტრექსატი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლიტების ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი არის ფოლიუმის მჟავას ანტაგონისტი. მისი ციტოსტატიკური მოქმედება დაკავშირებულია ნუკლეინის მჟავების სინთეზის დარღვევასთან (დნმ და რნმ). იგი აინჰიბირებს ფერმენტ დიჰიდროფოლატრედუქტაზას, რაც ხელს უშლის ფოლის მჟავის ტეტრაჰიდროფოლიუმად გარდაქმნას, რომელიც მონაწილეობას იღებს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზში. ფოლიუმის საწინააღმდეგო მოქმედების შედეგად მეთოტრექსატი თრგუნავს აქტიური პროლიფერაციის უნარის მქონე უჯრედებს, ამუხრუჭებს ავთვისებიანი სიმსივნის ზრდას.
 
ჩვენებები:
მწვავე ლიმფოლეიკოზი, ტროფობლასტური დაავადება, თავის და კისრის ორგანოების ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ოსტეოგენური და რბილის ქსოვილების სარკომა, იუინგის სარკომა, ფილტვის კიბო, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის და საკვერცხეების სიმსივნეები, ქორიონეპითელიომა, რეტინობლასტომა, ლიმფოგრანულემატოზი, რეფრაქტერული ფსორიაზი, აუტოიმუნური დაავადებები.
 
უკუჩვენებები:
ორსულობა, ალერგიული რეაქციები პრეპარატზე, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ჰემოპოეზური სისტემის დაავადებები (ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ანემია), ინფექციური დაავადებები, პირის ღრუს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, ჩატარებული ოპერაციის შემდგომ ხანმოკლე ვადა.
 
გამოყენების რეჟიმი:
მეთოტრექსატი ინიშნება მონოთერაპიის სახით და კომბინაციაში სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან. პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად (ბოლუსურად, ხანგრძლივი ინფუზიებით), ინტრაარტერიულად, ინტრათეკალურად (სუბარაქნოიდული შეყვანა), ასევე პერორალურად: ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, წყლის დაყოლებით.
 
პარენტერული გამოყენება:
 
სისტემატიური გამოყენება: დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, დაავადების შესაბამისად და დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობასა და მის ჰემოგრამაზე (სისხლის სურათი). მეთოტრექსატის ხსნარი სტაბილურობას ინარჩუნებს 24 საათის განმავლობაში. დოზა, რომელიც აღემატება 100 მგ/მ2 შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენური ინფუზიის სახით. მეთოტრექსატი მაღალი და ზემაღალი დოზებით შეჰყავთ მხოლოდ კალციუმფოლინატის დაცვის ქვეშ. ხსნარი (ან საინფუზიო კონცენტრატი) უნდა განზავდეს გლუკოზის 5% ხსნარში 10 გ 500-100 მლ-ზე კონცენტრაციის მიღწევამდე, ანუ მიღებული ხსნარი შეიცავს 1-2% მეტოტრექსატს. ასეთი ხსნარი შეჰყავთ მხოლოდ ინტრავენურად და დაუშვებელია მისი კონტაქტი კანსა და ლორწოვან გარსებათან. მეთოტრექსატის დოზის შერჩევა ინდივიდუალურია ყველა ავადმყოფისათვის.
 
ინტრათეკალური გამოყენება:
• 0,2-0,5 მგ/კგ სხეულის წონაზე ან
• 8-12 მგ/მ2 ყოველ 2-3 დღეში. პროფილაქტიკური ინტრათეკალური ინსტილაციიები ნაჩვენებია ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ. დაავადების სიმპტომების გაქრობის ან შემცირების შემთხვევაში მკურნალობის ინტერვალი შეადგენს ერთ კვირას, შემდეგ კი ერთ თვეს, სანამ თავ-ზურგ-ტვინის სითხის მაჩვენებლები არ ნორმალიზდება.
 
უსაფრთხოების ზომები:
პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ საჭიროა გამოირიცხოს ორსულობა, ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ჰემოპოეზური სისტემის დარღვევა (სისხლის სურათის შემოწმება, ძვლის ტვინის ბიოფსია _ საჭიროების შემთხვევაში).
 
საჭირო პირობები მკურნალობის დაწყებისათვის:
• კალციუმფოლინატის ადეკვატური რაოდენობა დაცვითი თერაპიისათვის საკმარისი დოზით;
• მეთოტრექსატის სისხლში სწრაფად განსაზღვრის შესაძლებლობა;
• დიალიზის შესაძლებლობა;
• ძვლის ტვინის, სისხლის, ლეიკოციტების კონცენტრატის, თრომბოციტების კონსერვანტის არსებობა.
 
მკურნალობის დროს და მის შემდგომ:
• მეთოტრექსატის თირკმელშიდა პრეციპიტაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ერთდროულად ტუტოვანი სითხის ადეკვატური შეყვანა, მაგალითად, NaHCO3 (20-25 მე/ლ) ხსნარის ინფუზია 3 ლ/მ2-ზე (სხეულის ზედაპირის) გადაანგარიშებით 24 საათის განამავლობაში. ტუტიანობის კონტროლი ხორციელდება შარდის PH-ს შემოწმებით, განსაკუთრებით ინფუზიის დაწყებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. PH-ის შემცირება 6,8-ზე ნაკლებად არ არის რეკომენდებული.
• მეთოტრექსატის კონცენტრაცია პლაზმაში უნდა განისაზღვროს ინფუზიის დამთავრებისთანავე, ასევე 24, 48, 72 საათის შემდეგ. პლაზმის მაჩვნებელების მიხედვით ვლინდება ინტოქსიკაციის ნიშნები, რის კუპირებაც ხდენს კალციუმფოლინატის შეყვანით.
• დამცველობითი ღონისძიებების კორექციის მიღწევა ხდება კალციუმფოლინატის დახმარებით;
• ავადმყოფების რეგულარული კლინიკური გამოკვლევა, ასევე პირის ღრუს და ხორხის ლორწოვანი გარსების დათვალიერება;
• სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი, განსაკუთრებით ლეიკოციტებსა და თრომბოციტებზე; საჭიროების დროს _ ძვლის ტვინის პუნქცია;
• ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის რეგულარული გამოკვლევა;
• გვერდითი მოვლენების მომატების შემთხვევაში საგანგებოდ უნდა შეფასდეს თერაპიული რისკი და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეწყდეს.
 
გვერდითი მოვლენები:
ვინაიდან მეტოტრექსატს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მაღალი აქტივობა, გვერდითი მოვლენები აღინიშნება მიუხედავად მკურნალობაზე განხორციელებული საგანგებო კონტროლისა. ეს განსაკუთრებით ეხება პროლიფერაციის მაღლი უნარის მქონე უჯრედებს. გვერდითი მოვლემების სიხშირე და გამოვლინება დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე და პირდაპირ კავშირშია შარდის პH-ის შემცირებასთან მკურნალობის პირველი 24 საათის განმავლობაში. ვინაიდან მეთოტრექსატი გამოიყოფა თირკმელებით, ექსკრეციის დარღვევა იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, რაზეც მიუთითებს მეთოტრექსატის მაღალი კონცენტრაცია პლაზმაში. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, გაძნელებული ყლაპვა, სტომატიტი, ფარინგიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანი ერითემა, ქავილი, ურტიკარია, ჰიპერპიგმენტაცია, ალოპეცია, ექხიმოზი, ტელეანგიექტაზიები, აკნე და ფურუნკულოზი. სისხლმბადი სისტემების მხრივ: ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოგამაგლობულინემია, ანემია, ჰემორაგია, სეპტიცემია. საჭმლის მომნელებელი სისტემის და ღვიძლის მხრივ: გინგივიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ფაღარათი, მელენა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულოვანი დაზიანება. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას კონცენტრაციის მომატება. ხანგრძლივი გამოყენების დროს: ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ღვიძლის მწვავე ატროფია, პერიპორტალური ფიბროზი, ციროზი. შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის გამოყოფის დარღვევა (ოლიგურია, ანურია, ელექტროლიტური დარღვევები, აზოტემია, ჰემატურია, ცისტიტი), გარდამავალი ოლიგოსპერმია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სპერმატოგენეზის ოვოგენეზის დარღვევა, უნაყოფობა, ტერატოგენეზი. ფილტვები ფილტვის ინფილტრატები, ფიბროზი. ცნს-ის მხრივ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება, აფაზია, ჰემიპარეზი და კრუნჩხვები. ასევე: ალერგია, ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის დაქვეითება, იმუნოსუპრესია, მეტაბოლური დარღვევები, ოსტეოპოროზი.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დაქვეითებაზე, რაც გამოწვეულია სხივური თერაპიის, ქიმიოთერაპიის, ან სხვა პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებით, მაგალითად, სულფანილამიდები, ამიდოპირინის წარმოებულები, დიფენილჰიდანტოინი, ქლორამფენიკოლი, ინდომეტაცინი. ასეთ შემთხვევაში უარესდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზდრა და ხამდაზმული ასაკის პაციენტებისათვის. დაუშვებელია მეთოტრექსატის და ალკოჰოლის, ასევე ჰეპატოტოქსიკური საშუალებების გამოყენება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. ასციტის, პლევრალური ექსუდატის, პოსტოპერაციულ ჭრილობებში ტრანსუდატის არსებობა ხელს უწყობს მეთოტრექსატის დაგროვებას ქსოვილებში და მისი მოქმედების გაძლიერებას, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. საჭიროა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (თუ პარტნიორი მეთოტრექსატით მკურნალობს იტარებს) მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ 8-12 კვირის განმავლობაში. პრეპარატის მოქმედების გაძლიერებას და გახანგრძლივებას, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას, ხელს უწყობს მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენება შემდეგ საშუალებებთან: სალიცილატები, ფენილბუტაზონი, დიფენილჰიდანტოინი, ბარბიტურატები, სულფანილამიდები (ქიმიოთერაპიული, ანტიდიაბეტური, სალურეტიკების მოქმედება), კორტიკოსტეროიდები, ტეტრაციკლინი, ქლორამფენიკოლი, p-ამინობენზოის მჟავა, p-ამინოჰიპურის მჟავა, ან პრობენეციდი. ერთდროულაად იმ ვიტამინების დანიშვნა, რომლებიც შეიცავენ ფოლიუმის მჟავას, ან მის წარმოებულებს, (განსაკუთრებით ფოლინის მჟავას), იწვევს მეთოტრექსატის მოქმედების შესუსტებას.
 
პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობით! გაფრთხილება:
პრეპარატი აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას ტრანსპორტის მართვისას!
 
შეფუთვა:
მეთოტრექსატი – ებევე 10 მგ/1 მლ; ერთი ჩასაჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში; მეთოტრექსატი – ებევე 50 მგ/5 მლ; ერთი ჩასაჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში; მეთოტრექსატი – ებევე 500 მგ/5 მლ; ერთი ჩასაჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში; მეთოტრექსატი -ებევე 1000 მგ/10 მლ; ერთი ჩასაჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში; მეთოტრექსატი -ებევე 5000 მგ/50 მლ; ერთი ჩასაჩხვლეტი ფლაკონი შეფუთვაში.
 
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ადგილზე, არა უმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში. პრეპარატი მოარიდეთ ბავშვებს!
 
მწარმოებელი და მისი მისამართი:
EBEWE AUSTRIA
 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

ფილტვის კიბოფილტვის კიბოდაავადებაფსორიაზიფსორიაზიდაავადებაიუინგის სარკომაიუინგის სარკომადაავადებარეტინობლასტომარეტინობლასტომადაავადება
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ზელოქსიმი (meloxicam) — ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ზელოქსიმი 15მგ/1.5მლ #3ა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
აკუპანი (ნეფოპამი; (3,4,5,6-ტეტრაჰიდრო-5 მეთილ - 1-ფენილ-1 H-2,5- ბენზოქსაზოცინის ჰიდროქლორიდი); ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თავისებურებანი: გამჭვირვალე უფერო ხსნარი სუნის გარეშე;) — ნერვული სისტემა

აკუპანი 2მლ #5ა

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფურამაგი — ანტიინფექციური საშუალებები

ფურამაგი 50მგ #30კაფს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პროქტოგლივენოლი კრემი (ეთილ-3,5,6-ტრი-ბენზილ-D-გლუკოფურანოზიდი (ტრიბენოზიდი) 400 მგ, ლიდოკაინი 40 მგ. კრემი 100 გ) — სხვა პრეპარატები

პროქტოგლივენოლი კრემი 30გ

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?