By using this site, you agree to the Privacy Policy and Terms of Use.
მიღება
შენი ექიმიშენი ექიმიშენი ექიმი
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
      • ენციკლოპედია
      • პუბლიკაციები
      • მეცნიერება
      • English
        • Other languages
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
      • იდეალური წონის კალკულატორი
      • კალორიების ცხრილი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
      • პრეპარატები
      • დანამატები
      • სამედიცინო მასალა
    • სპეციალობები
    • ექიმები
      • ყველა ექიმი
      • სტომატოლოგი
      • ოფთალმოლოგი / ოპტიკა
      • ვეტერინარი
    • კლინიკები
      • ყველა კლინიკა
      • ფარმაცია / აფთიაქი
      • რეაბილიტაციის ცენტრი
      • ესთეტიკური კლინიკა
      • სამედიცინო დაზღვევა
    • ვაქცინები
  • GMJ News
შეტყობინება მეტის ჩვენება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი ექიმიშენი ექიმი
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
  • მეცნიერება
  • ინსტრუმენტები
  • მედია
  • სერვისები
  • ცნობარი
  • GMJ News
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ჩემი ჯანმრთელობა
    • პაციენტი
    • შენი ექიმი
    • უფლებები
    • სამინისტრო
    • ფიტნესი
  • მეცნიერება
    • შენი აკადემია
    • სამედიცინო მეცნიერებები
    • აკრედიტაცია
    • ტრადიციული მედიცინის ეროვნული ცენტრი
    • Georgian Medical Journal
  • ინსტრუმენტები
    • ვაკანსია
    • შენი კალკულატორი
    • FactCheck
    • Supplement.ge
    • Knowledge Graph
    • განათლება
  • მედია
    • ვიდეო
    • პოდკასტი
    • ვიდეო ნარატივი
    • პულსი TV
    • ინტერვიუ
    • სხვა-ამბები
  • სერვისები
  • ცნობარი
    • სიმპტომები
    • დაავადებები
    • წამლები
    • სპეციალობები
    • ექიმები
    • კლინიკები
    • ვაქცინები
  • GMJ News
გამოგვყევით

ინობეკი რეტარდი 40მგ #20ტ

Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ბოლო განახლება: ოქტომბერი 6, 2026 12:17 pm
ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
გაზიარება
7 წუთიანი წაკითხვა
ინობეკი რეტარდი (იზოსორბიდის მონონიტრატი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი (40 მგ) ან მოგრძო ფორმის (60 მგ), თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი.) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა
ფონის ფოტო: Robina Weermeijer / Unsplash (Unsplash License)
გაზიარება

მოკლედ პრეპარატის შესახებ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
კლინიკური ჯგუფი
ორგანული ნიტრატები. ათქ-კოდი: C01DA14.
აქტიური ნივთიერება
იზოსორბიდის მონონიტრატი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მრგვალი (40 მგ) ან მოგრძო ფორმის (60 მგ), თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე პროლონგირე
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი, 40 მგ ან 60 მგ.
გაცემის წესი
რეცეპტით

საერთ. დასახელება: იზოსორბიდის მონონიტრატი;

 
ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: იზოსორბიდის მონონიტრატი;

 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

მრგვალი (40 მგ) ან მოგრძო ფორმის (60 მგ), თეთრი ფერის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი.

 
შემადგენლობა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: იზოსორბიდის მონონიტრატს – 40 მგ ან 60 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, პოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC White (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი).

 
გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტი, 40 მგ ან 60 მგ.

 
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანული ნიტრატები. ათქ-კოდი: C01DA14.

 
ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინობეკი რეტარდი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ანტიანგინალურ საშუალებას.

იზოსორბიდის მონონიტრატი ზრდის აზოტის ოქსიდის შემცველობას სისხლძარღვის ენდოთელიუმში, განაპირობებს უჯრედშიდა გუანილატციკლაზას აქტივაციას და ცგმფ-ის წარმოქმნას, ამცირებს კალციუმის კონცენტრაციას გლუვი კუნთის უჯრედში, ამცირებს სისხლძარღვის კედლის ტონუსს და იწვევს ვაზოდილატაციას. იგი უპირატესად მოქმედებს ვენურ სისხლძარღვებზე.

იზოსორბიდის მონონიტრატი ამცირებს მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ მოცულობას და პარკუჭის კედლის სისტოლურ დაჭიმულობას, რის შედეგადაც მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა და მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე.

ინობეკი რეტარდი აფართოებს კორონარულ არტერიებს და ამცირებს სისხლის ნაკადს მარჯვენა წინაგულში, რაც განაპირობებს წნევის შემცირებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში და კორონარული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

იზოსორბიდის მონონიტრატი აფართოებს თავის ტვინისა და ტვინის მაგარი გარსის სისხლძარღვებს.

 
ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას იზოსორბიდის მონონიტრატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30_60 წთ-ის შემდეგ. დაახლოებით 5% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 5 სთ-ს.

იზოსორბიდის მონონიტრატი არ განიცდის პირველად მეტაბოლიზმს ღვიძლში. პრეპარატის ელიმინირება ძირითადად ხდება დენიტრირების და გლუკურონიდაციის გზით. მიღებული მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია და გამოიყოფა თირკმლების საშუალებით. პრეპარატის 2% აღინიშნება შარდში შეუცვლელი სახით. იზოსორბიდის მონონიტრატის მიღებული დოზის 96% მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 5 დღის განმავლობაში, ხოლო 1% – ფეკალურ მასებთან ერთად. თირკმლის კლირენსი შეადგენს 1.8 ლ/წთ.

პრეპარატის ანტიანგინალური და ანტიიშემიური ეფექტი მიიღწევა 20-40 მგ-ის მიღებიდან 60-90 წთ-ში და გრძელდება 24 სთ.

 
ჩვენება:

– გულის იშემიური დაავადება (ხანგრძლივი მკურნალობა), გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი სტენოკარდია, სტენოკარდიული შეტევის პრევენცია (არ არის რეკომენდებული სტენოკარდიული შეტევის მოსახსნელად);

– გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპია);

– ფილტვისმიერი ჰიპერტენზია.

 
მიღების წესი და დოზირება:

ინობეკი რეტარდი ინიშნება 1 ტაბლეტი (40-60 მგ) ერთხელ დღეში, საჭიროებისას დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. დოზის გაზრდა სასურველია მკურნალობის კურსის დაწყებიდან მე-3-4 დღეს. ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა.

ინობეკი რეტარდის მიღება (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) სასურველია დილით ჭამამდე 1 სთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დღეში მრავალჯერადი მიღებისას დაცული უნდა იყოს 7 სთ-იანი ინტერვალი. მაქსიმალური დღიური დოზაა 120 მგ.

 
გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: სახის კანის ტრანზიტორული ჰიპერემია, არტერიული ჰიპოტენზია, იშვიათად – სტენოკარდიული სიმპტომების გაძლიერება (პარადოქსული რეაქცია) და/ან პარადოქსული ბრადიკარდია, კოლაფსი, სინკოპე.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, შებოჭილობა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის შემცირება (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, წვისა და ქავილის შეგრძნება, ექსფოლიაციური დერმატიტი.

სხვა: ხანგრძლივად გამოყენებისას – მეთჰემოგლობინემია.

 
უკუჩვენება:

ორგანული ნიტრატების და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

სისხლის მიმოქცევის მწვავე უკმარისობა (კარდიოგენული შოკი, სისხლძარღვოვანი კოლაფსი), მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, კონსტრიქციული პერიკარდიტი, გულის ტამპონადა, ქალასშიდა წნევის მატებით მიმდინარე მდგომარეობები (ქალა-ტვინის ტრავმა, ჰემორაგიული ინსულტი), მძიმედ მიმდინარე ანემია, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, თირეოტოქსიკოზი, მძიმედ მიმდინარე ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, ორსულობის I ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე პაციენტები (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის), ფოსფოდიესტერაზა-5-ის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენება.

 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ვაზოდილატატორებთან, ადრენობლოკატორებთან, კალციუმის არხების მაბლოკირებელ და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, ნარკოტიულ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, სილდენაფილთან და ალკოჰოლთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება იზოსორბიდის მონონიტრატის ჰიპოტენზიული ეფექტი. პრეპარატის კომბინირებამ ალკოჰოლთან ასევე შეიძლება გამოიწვიოს სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციების შესუსტება.

იზოსორბიდის მონონიტრატი იწვევს სისხლის პლაზმაში დიჰიდროერგოტამინის კონცენტრაციის მატებას და თერაპიული ეფექტის გაძლიერებას. შედეგად, ადგილი აქვს წნევის დაქვეითებას და ინობეკი რეტარდის ანტიანგინალური ეფექტის შემცირებას.

მ-ქოლინობლოკატორებთან (მაგ. ატროპინი) ერთდროული გამოყენებისას იზრდება თვალშიდა წნევის მატების რისკი.

ადსორბენტები, მთრიმლავი და შემომგარსველი სამკურნალო საშუალებები ამცირებს იზოსორბიდის მონონიტრატის შეწოვას. ბარბიტურატებთან კომბინაციისას ჩქარდება იზოსორბიდის მონონიტრატის მეტაბოლიზმი და მცირდება მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ამიოდარონთან, პროპრანოლოლთან, ვერაპამილთან და ნიფედიპინთან კომბინაციამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის ანტიანგინალური ეფექტის გაძლიერება.

 
ჰიპერდოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას ირღვევა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რაც ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ქალასშიდა წნევის მატება, პულსირებადი თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, რეფლექტორული ტაქიკარდია, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ქოშინი, მოგვიანებით ეტაპზე – ციანოზი, ბრადიკარდია, კანის ჰიპერემია, მეთჰემოგლობინემია.

ჰიპერდოზირებისას აუცილებელია სიმპტომური მკურნალობა, რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, ჰემოდიალიზი, ოქსიგენოთერაპია და ვოლემიური თერაპია.

 
ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

ორსულობის დროს ინობეკი რეტარდის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

 

 
გამოყენების თავისებურებები:

ინობეკი რეტარდის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევისა და გულის შეკუმშვათა სიხშირის კონტროლი. არტერიული ჰიპოტენზიის ფონზე პრეპარატის მიღებისას რეკომენდებულია დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატების გამოყენება.

ინობეკი რეტარდის ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია მის მიმართ ტოლერანტობის განვითარება. ამ დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა 24-48 სთ_ით ან 3-6 კვირიანი მკურნალობის კურსებს შორის 3-5 დღიანი ინტერვალის დაცვა.

მოხსნის სინდრომის განვითარების ასაცილებლად აუცილებებლია პრეპარატის დოზის თანდათანობით შემცირება.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

ინობეკი რეტარდის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

 
შეფუთვა:

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 2 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

 
შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 
ვარგისიანობის ვადა :

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 
აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

 
მწარმოებელი:

შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 
მისამართი:

საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

 

ჩვენებები: დაკავშირებული დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიაგულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰიპერტენზიადაავადებასტენოკარდიასტენოკარდიადაავადებამიოკარდიუმის ინფარქტიმიოკარდიუმის ინფარქტიდაავადებაარტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა)არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა)დაავადება

ჩვენებები: დაკავშირებული სიმპტომები

მკერდის ტკივილიმკერდის ტკივილისიმპტომი

იგივე აქტიური ნივთიერების პრეპარატები

ინობეკი რეტარდი 60მგ #20ტგულ-სისხლძარღვთა სისტემა · იზოსორბიდის მონონიტრატი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:რეცეპტით
ინფორმაცია ეფუძნება პრეპარატის ინსტრუქციას და არ ანაცვლებს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაციას.
წამლების ცნობარიდაავადებების ცნობარისიმპტომების ცნობარი

SheniEkimi.ge — 18 სამედიცინო ბაზა

სიმპტომებიდაავადებებიექიმებიკლინიკებიწამლებიდანამატებიანალიზები და დიაგნოსტიკასამედიცინო მასალებიფარმაციაგანათლებარეაბილიტაციასამედიცინო დაზღვევაესთეტიკური მედიცინასტომატოლოგიაოპტიკავეტერინარიავაქცინებისპეციალობები

ნაცრისფრად მონიშნული ბაზები მზადდება.

გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ბმულის კოპირება ბეჭდვა
Blue background featuring a white rounded-square logo with bold 'ag60' text inside, and a flipped 'ag60' word beneath.
ავტორიDr. Giorgi Pkhakadze
მიჰყევით:
MD, MPH, PhD | Head of the School of Public Health, David Tvildiani Medical University (DTMU) | Secretary/Treasurer, UEMS Section of Public Health | Chair, Public Health Institute of Georgia (PHIG) | President, Accréditation Sans Frontières (ASF) | Former Member, UN Secretary-General’s Independent Accountability Panel for Every Woman, Every Child, Every Adolescent (UNSG IAP-EWEC, 2016–2021) | WHO Consultant, Department of Environment, Climate Change, One Health & Migration | Editor-in-Chief, Georgian Medical Journal (GMJ) | Founder & Director, GMJ Academy | Member, GAVI AMC & IRC | Member of the Board, RI France | Representative of Accreditation Canada in Georgia | ORCID: 0000-0001-7609-4515

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ბორჯომი — სამკურნალო კურორტი
  • ეკოტურიზმი საქართველოში
  • სასტუმროები
  • ეროვნული პარკები
shenidasveneba.ge →

You Might Also Like

ლაკალუტი ბავ.კბ/ჯაგრისი4წლ-მდე — სხვა პრეპარატები

ლაკალუტი ბავ.კბ/ჯაგრისი4წლ-მდე

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ტულოზინი (tamsulosin) — გულ-სისხლძარღვთა სისტემა

ტულოზინი 0.4მგ #30კაფს

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
პრეპარატი ფრაქსიპარინი — სხვა პრეპარატები

პრეპარატი ფრაქსიპარინი

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
ფამოტიდინი (ფამოტიდინი სამკურნალწამლო ფორმა: აპკით დაფარული ტაბლეტები) — საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი

ფამოტიდინი 40მგ #20ტ (ჰემფ)

ავტორი
Dr. Giorgi Pkhakadze
Facebook Twitter Pinterest Youtube Instagram
© 2026 შენი ექიმი · PHIG · Sheni Network
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • Cookie-ფაილების პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • ყველა არხი
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?